Jump to content
×
×
  • Create New...

ისრაელის ელჩი დეკანოზ კარკაძის „ანტისემიტურ“ ქადაგებას გმობს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა 8 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ქუთაის-გაენათის ეპარქიის დეკანოზის, ილია კარკაძის მიერ 4 იანვარს ქადაგების დროს გამოთქმული „ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია“ დაგმო და დეკანოზის განცხადებები „1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას“ შეადარა.

დეკანოზმა ილია კარკაძემ 4 იანვრის ქადაგებისას, საბჭოთა პერიოდში ებრაელების „გავლენებზე“ ისაუბრა და თქვა, რომ სტალინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, მათი დაჯგუფებები რევოლუციას აწყობდნენ და სტალინის მოტყუებას ცდილობდნენ. ამასთან, დეკანოზმა აღნიშნა, რომ დღევანდელ საბანკო სისტემას ებრაელები აკონტროლებენ.

„როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

ისრაელის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ დეკანოზის ქადაგებას, ორი კვირით ადრე, თავად ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტისა და სინოდის წევრის, იოანე გამრეკელის „ძალზედ სადავო და პრობლემური“ ქადაგება უძღოდა, „რომლის ნაწილიც, შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური“. 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა სოციალურ ქსელში წერილობით განმარტა, რომ მისი 20 დეკემბერის ქადაგება ანტისემიტური არ იყო და ებრაელი ხალხის მიმართ პატივისცემა დაადასტურა. მიტროპოლიტის ამ განცხადებას 4 იანვარს ისრაელის ელჩი მიესალმა და მას „იმედისმომცემი“ უწოდა.

რან გიდორის 8 იანვრის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, დეკანოზ კარკაძის „ანტისემიტური პათოსით განმსჭვალული“ ქადაგება თავად ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა დაგმო და თქვა, რომ ის „სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ“ და „არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას“.

მიესალმა რა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებას, რან გიდორმა იმედი გამოთქვა, რომ „ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ც დაგმობს და „კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს“.

 

 
Share on other sites

44 minutes წინ, Moor said:

იოანე გამრეკელი

ძალიან ბნელი გვყავს, კალისტრატე ამასთან შედარებით იყო პროგრესის მსახური ://

Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, Freeman said:

ძალიან ბნელი გვყავს, კალისტრატე ამასთან შედარებით იყო პროგრესის მსახური ://

ილია ინგლისელებმა მოკლესო, რო ქადაგებდა, ეგაა ხო? :დ ამ შემთხვევაში სწორად მოქცეულა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

137606797_863782177771103_64488319636896

“ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე” – ამ ლოზუნგით გაიმართა დღეს აქცია ქუთაისში, სადაც სასულიერო პირების მიერ გაკეთებული ანტისემიტური განცხადებები გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ყველას აჩვენონ, რომ რამდენიმე ადამიანის პოზიცია არ გამოხატავს მთელი ქუთაისის აზრს. 

აქცია მოჰყვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ქადაგებას, რომლის დროსაც მან ებრაელებს უწოდა “ქრისტიანთა მდევნელი” და “ურწმუნო მოდგმა”.

მიტროპოლიტმა თქვა, რომ “ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ”. 

მან პარალელი გაავლო ებრაელებს, “ურწმუნო მოდგმასა” და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. 

მას შემდეგ, რაც იოანე გამრეკელის განცხადება საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო, მას გამოექომაგა კიდევ ერთი სასულიერო პირი – ქუთაისის სამების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ილია კარკაძე.

მან თქვა, რომ “არსებობს  სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც “მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას”.

ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მას “უკიდურესად შემაშფოთებელი” უწოდა. 

ორგანიზაციამ მოუწოდა იოანე გამრეკელს, ბოდიში მოიხადოს თავისი განცხადებებისთვის. 

სასულიერო პირების განცხადებებს გამოეხმაურა ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორიც და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაგმოს ანტისემიტური გამოსვლები. 

______________________________________________________________________________

● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას

● სასულიერო პირი, რომელიც პანდემიას უარყოფდა, კორონავირუსით გარდაიცვალა

● უცხოელებთან მისვლა საკმარისი არაა, ჩვენთანაც მოვიდნენ – მეუფე იაკობი ოპოზიციას მიმართავს

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   34 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 34 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(3)
    • Googlebot(1)