ფორუმელი Moor Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 ფოტო: ტელეგრამ-არხი Respublikaაფხაზეთის სხვადასხვა ნაწილში გაჩენილი ძლიერი ტყის ხანძრები განსაკუთრებით გააქტიურდა კურორტ გაგრასთან. ცეცხლი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებიდან და სასტუმროებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მძვინვარებს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს და აუცილებლობის შემთხვევაში, მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის. რამდენიმე ჰექტარი ტყის მასივი იწვის ჟოეკვარსკის ხეობაში. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მთელი გაგრის რაიონის სახანძრო ბრიგადები, თუმცა, მათ ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებები არ აძლევს ხანძრის კერასთან მიღწევის შესაძლებლობას – ეს არის კლდოვანი მონაკვეთი და ტექნიკას იქ მისვლა არ შეუძლია. საჭიროა სახანძრო ვერტმფრენი, მაგრამ აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ის არ ჰყავს. ახლა მეხანძრეები დაკავებული არიან იმით, რომ არ მიუშვან ცეცხლი საცხოვრებელ კვარტალებამდე. ჯერჯერობით უცნობია როგორც ამ ხანძრის, ისე ამავდროულად სხვა რაიონებში გაჩენილი ტყის ხანძრების მიზეზი. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ვარაუდობს, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც გლეხებმა გამხმარი ბალახის დაწვა დაიწყეს – ცეცხლი გადავიდა ტყეზე. სოციალურ ქსელებში ითხოვენ, რომ დახმარებისთვის სასწრაფოდ მიმართონ რუსეთს. ფოტო: ტელეგრამ-არხი Respublikaფოტო: ტელეგრამ-არხი Respublika Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა