Jump to content
×
×
  • Create New...

აფხაზეთში ტყის ხანძარი კურორტ გაგრას ემუქრება


Recommended Posts

  • ფორუმელი

Abkhazia-fire.jpg

Abkhazia-fire.jpgფოტო: ტელეგრამ-არხი Respublika

აფხაზეთის სხვადასხვა ნაწილში გაჩენილი ძლიერი ტყის ხანძრები განსაკუთრებით გააქტიურდა კურორტ გაგრასთან. ცეცხლი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებიდან და სასტუმროებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მძვინვარებს.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს და აუცილებლობის შემთხვევაში, მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

რამდენიმე ჰექტარი ტყის მასივი იწვის ჟოეკვარსკის ხეობაში. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მთელი გაგრის რაიონის სახანძრო ბრიგადები, თუმცა, მათ ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებები არ აძლევს ხანძრის კერასთან მიღწევის შესაძლებლობას – ეს არის კლდოვანი მონაკვეთი და ტექნიკას იქ მისვლა არ შეუძლია.

საჭიროა სახანძრო ვერტმფრენი, მაგრამ აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ის არ ჰყავს.

ახლა მეხანძრეები დაკავებული არიან იმით, რომ არ მიუშვან ცეცხლი საცხოვრებელ კვარტალებამდე.

ჯერჯერობით უცნობია როგორც ამ ხანძრის, ისე ამავდროულად სხვა რაიონებში გაჩენილი ტყის ხანძრების მიზეზი. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ვარაუდობს, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც გლეხებმა გამხმარი ბალახის დაწვა დაიწყეს – ცეცხლი გადავიდა ტყეზე.

სოციალურ ქსელებში ითხოვენ, რომ დახმარებისთვის სასწრაფოდ მიმართონ რუსეთს.

136952994_2950075631935653_5994576164207ფოტო: ტელეგრამ-არხი Respublika

136829003_2950075641935652_9130281488851ფოტო: ტელეგრამ-არხი Respublika

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share