Jump to content
×
×
  • Create New...

მშობლები: „კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა კარგია, მაგრამ უკეთესია გვითხრან, როდის დაბრუნდებიან ბავშვები სკოლებში“


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყება. ამის შესახებ განათლების სამინისტროს განმარტებით ბარათშია ნათქვამი, რომელიც ამ მომენტისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ბრძანების პროექტად არის სამინისტროსგან დამტკიცებული.

დოკუმენტის თანახმად, 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება 400-მდე სკოლაში იგეგმება, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან ეს საგანი გახდება სავალდებულო II, III და IV კლასებში ყველა ქართულენოვან სკოლაში.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა რას ფიქრობენ მოსწავლეთა მშობლები განათლების სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებაზე.

მშობლების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა, განათლების სამინისტროს იმაზე ეზრუნა, რომ ბავშვები სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ, კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან ურთიერთობა კი, მათ უმარვლესობას ისედაც არ უჭირს და პანდემიის გამო, დისტანციურად სწავლების პერიოდში, ჭარბადაც კი აქვთ.

ლიკა მღებრიშვილს მე-3 და 1-ელ კლასელი შვილები ჰყავს, ჯერ არ იცის ახალი საგნის სწავლება მათ სკოლაშიც დაიწყება თუ არა, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს უფრო თავის მოტყუებას ჰგავს იმის საჩვენებლად, რომ ონლაინ სწავლება უპრობლემოდ მიმდინარეობს.

„მერჩივნა ის ამბავი გამეგო, რას აპირებს განათლების სამინისტრო მეორე სემესტრიდან სკოლებში სწავლის განახლების კუთხით და არა ასეთ პირობებში დამატებითი საგნის შემოტანის შესახებ. ჩემი უფროსი შვილი, ამ ონლაინ სწავლების პირობებში, მშვენივრად ახერხებს პროგრამების დამოკიდებლად გამოყენებას, რომელიც სწავლისთვის სჭირდება და დამატებით რა უნდა ასწავლონ ამ ასაკში, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. დისტანციურ სწავლებას სხვა პრობლემები უფრო ახლავს, ვიდრე კომპიუტერის გამოყენების არცოდნა, მით უმეტეს ბავშვების მიერ, უფროსებს უფრო უჭირთ ამ მხრივ“.

თეონა პაპიძე: „თუ რამეს ასწავლიან სკოლაში ამის წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო? უფრო საინტერესოა ვინ იქნება ამ საგნის მასწავლებელი და კონკრეტულად რას ისწავლიან. ონლაინ სწავლების რეჟიმში ვართ და ამ დროისთის რაც სჭირდებათ ისედაც აითვისეს უკვე. კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება დისტანციურად სწავლა ესეც არავინ იცის, მაგრამ ერთი საათი კვირაში არ მგონია ის დრო, რომ ბავშვს გაუჭირდეს შეთავსება სხვა გაკვეთილებთან.“

მაია გოგიშვილი: ,,სკოლაში დაბრუნებაზე არაფერს ამბობს განათლების სამინისტრო? ამ სემესტრში უნდა ველოდოთ თუ ახალი საგნის შემოღება იმაზე მიანიშნებს, რომ კიდევ რამდენიმე წელი სახლებიდან უნდა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა? ბაშვებს ის პრობლემა კი არ აქვთ, რომ კომპიუტერს ვერ ფლობენ, არამედ ის, რომ ბევრს ეს კომპიუტერი ფიზიკურად არ გააჩნია, წვალობენ რომ ონლაინ გაკვეთილებს დაესწრონ. ნუთუ მართლა ისაა პრობლემა დღეს, რომ კომპიუტერულ პროგრამებს ვერ ფლობენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები? ეს უშლის მხოლოდ ხელს რომ ონლაინ სწავლება ხარვეზებით მიმდინარეობს? წინააღმდეგი კი არ ვარ რამეს თუ ისწავლიან, მაგრამ როცა უზამაზარი გამოწვევებია და ამაზე პასუხი არავის აქვს, მსგავსი საკითხები, ვფიქობ კრიზისის დაძლევის შემდეგ უფრო უნდა კეთდებოდეს ვიდრე დღეს.“

მაკა ნიგურიანი, მე-2 და მე-6 კლასელი შვილების დედა: “კომპიუტერული განვითარება რომ საჭიროა, ამაში ონლაინ სწავლების დროს ალბათ ყველა დავრწმუნდით, კარგად დავინახეთ, რომ კომპიუტერული პროგრამების არცოდნის შემთხვევაში გადაულახავ წინააღმდეგობას ვეჯახებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, მივესალმები სკოლებში “კომპიუტერული ტექნოლოგიები”, როგორც საგნის დანერგვას და მის დაწყებით კლასებიდანვე სწავლებას”.

ეროვნული სასწავლო გეგმის ბრძანების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ახალი კორონავირუსის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა კომპიუტერულ წიგნიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად მოკლე დროში საჭირო იყო შესაბამისი ცოდნის გაზიარება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. შემუშავდა საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ახალი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს პანდემიის პერიოდში ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის, გამოცდილების გამყარებასა და სხვა აუცილებელი, XXI საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების დაუფლებას ადრეული ასაკიდანვე.

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სკოლებში საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყება – ვის შეეხება საგანი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share