Jump to content
×
×
  • Create New...

როდის და როგორ განახლდება სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეორე სემესტრიდან? – რა ვიცით ამ დროისთვის


Moor
 Share

Recommended Posts

საახალწლო არდადეგებისა და მთავრობის მიერ შემოღებული უქმე დღეების დასრულების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი, დღემდე არსებული ინფორმაციით 18 იანვრიდან უნდა განახლდეს.

საჯარო სკოლებში იციან, რომ სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს, თუმცა რომელ ქალაქში რა პრინციპით და ვინ როგორ დაიწყებს ახალ სემესტრს, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორებისთვისაც ამ დრომდე უცნობი რჩება. მათი დიდი უმრავლესობა EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, რომ არ იციან როგორი იქნება სწავლების ფორმა და კონკრეტულ რეკომენდაციებს განათლების სამინისტროსგან ელიან.

სამინისტროში კი გვპასუხობენ, რომ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როგორც ჩანს, უწყება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოსგან ჯერ ინფორმირებული არ არის. საკოორდინაციო საბჭოს პირისპირ ფორმატში გამართვის თარიღი კი, მედიისთვის ამ დრომდე უცნობია.

რა იციან სკოლებში:

“ვიცით, რომ 18 იანვარს ვიწყებთ, მაგრამ არ უთქვამს სკოლის ადმინისტრაციას, თუ რა ფორმით განახლდება სწავლა”, – რეგიონის სკოლის მასწავლებელი.

“18 იანვარს დავიწყებთ, დისტანციურად სწავლის დაწყებას ხელს არაფერი შეუშლის, მაგრამ თუ იქნება სხვა რეკომენდაციაც, მივიღებთ”, – თბილისისბერთ-ერთი სკოლის დირექტორი.

“ნოემბერში ჩვენ უკვე დისტანციურ სწავლებაზე ვიყავით, რადგან სკოლაში კაპიტალური რემონტი დაიწყო და ახლოში ისეთი სკოლა არ ყოფილა სადაც გადანაწილდებოდნენ ბავშვები. ჩვენ ასეთი გეგმა, სურვილი გვაქვს, რომ დაწყებითის მოსწავლეებმა მაინც იარონ საკლასო ოთახებში, თუმცა არ ვიცით რა გამოვა. თითზე ჩამოსათვლელი სკოლებია, რომელიც არდადეგებამდე საკლასო ოთახებში ახორციელებდნენ სწავლებას”, – მარტვილის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი.

“ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია როგორ განვაახლებთ სწავლას. ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი გასულ სემესტრში ეპიდსიტიაციის გართულების გამო ყველა სკოლამ დისტანციურად დაასრულა. ამჟამად ველოდებით კონკრეტულ რეკომენდაციას, ჯერ დამატებითი ინფორმაცია არ გაგვაჩნია”, – ბოლნისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი.

საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილება 24 ნოემბერს სწავლასთან დაკავშირებით ასეთი იყო: „ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში”.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო მეორე სემესტრის წარმართვასთან დაკავშირებით როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონების შემთხვევაში, წესით, 18 იანვრამდე გახდება ცნობილი.

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share