Jump to content
×
×
  • Create New...

Wormhole / აინშტაინ-როზენი ხიდი / ჭიის ხვრელი


Recommended Posts

  • ფორუმელი

https://en.wikipedia.org/wiki/Wormhole

ფუდანის უნივერსიტეტის (შანხაი, ჩინეთი) მეცნიერებმა ზილონგ ლიმ და კოსიმო ბამბიმ უჩვეულო იდეა წამოაყენეს – ზემასიური შავი ხვრელები, რომლებიც ითვლება, რომ მრავალი გალაქტიკის ცენტრშია, შესაძლოა სინამდვილეში ჭიის ხვრელები იყვნენ. ჭიის ხვრელი, იგივე აინშტაინ-როზენის ხიდი, წარმოადგენს სამყაროში დროისა და სივრცის ორ წერტილს შორის არსებულ მოკლე გასასვლელს, ან შესაძლოა ორ სამყაროს შორის არსებულ კარიბჭეს, თუ გავითვალისწინებთ მულტისამყაროს თეორიებს.

 

1974 წელს, კოსმოსის მკვლევარმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს Sagittarius A* (Sgr A*) – ნათელი წყარო რადიოტალღებისა, რომლებიც ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრის სიახლოვიდან ასხივებდნენ. შემდგომმა შესწავლამ, როგორიცაა მის სიახლოვეს მდებარე ვარსკვლავებზე დაკვირვება, მეცნიერებს უბიძგა დასკვნისკენ, რომ ეს იყო (და არის) რაღაც მასიური და ძალიან მკვრივი – მზეზე 4 მილიონჯერ მძიმე შავი ხვრელი.

ზემასიური შავი ხვრელის კვალის დადგენის შემდეგ მეცნიერებმა მის ანალოგებს სხვა გალაქტიკების უმეტესობაში მიაკვლიეს. ძალიან შორეულ კოსმოლოგიურ დისტანციებზე გახედვის დროსაც კი, როცა ჩნდებიან ყველაზე ახალგაზრდა გალაქტიკები, მათაც თითქოს აქვთ ეს უზარმაზარი შავი ხვრელები. თუმცა ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ზომაში მატებისთვის, რასაც ვარსკვლავთშორისი აირების, ვარსკვლავებისა და სხვა გალაქტიკური მატერიების შესრუტვა ჭირდება, დიდი დროა საჭირო.

Sgr A*-ს მიმართულებით ყურებისას ვხედავთ მოვლენათა ჰორიზონტთან მდებარე პლაზმურ აირებს და არა თავად ობიექტს, რადგან მას სინათლე ვერ დაუსხლტება. ეს რა თქმა უნდა ანალოგიური იქნება ჭიის ხვრელების შემთხვევაშიც, რომელთა არსებობაც ივარაუდება ზოგადი ფარდობითობის თეორიაზე დაყრდნობით.

თავად აინშტაინიც აღნიშნავდა მათი არსებობის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, დღემდე ვერავინ შეძლო ჭიის ხვრელების რეალურობის დამტკიცება. თუმცა გამოქვეყნებულ ნაშრომში ლი და ბამბი აყენებენ მოსაზრებას, რომ არსებობს საკმარისი მონაცემები იმის დასაჯერებლად, რომ გალაქტიკების ცენტრში მდებარე და შავ ხვრელად მიჩნეული ობიექტებიდან ბევრი სინამდვილეში ჭიის ხვრელია.

მეცნიერთა დუეტის თქმით, შავი ხვრელის გარშემო მოძრავი პლაზმური აირები და ჭიის ხვრელი განსხვავებულად უნდა ჩანდეს, რადგან ჭიის ხვრელები უფრო პატარები იქნებიან. გარდა ამისა, ჭიის ხვრელების არსებობა ახსნის, თუ რატომ აქვთ ახალ გალაქტიკებსაც კი ცენტრში შავ ხვრელად მიჩნეული ობიექტები, როცა ასეთ მასიურ რამეს დიდი დრო უნდა სჭირდებოდეს ჩამოყალიბებისთვის. ეს უბრალოდ გამორიცხულია, ასკვნიან ლი და ბამბი. ამიტომ ისინი იქნებიან ჭიის ხვრელები, რომლებიც, თეორიის მიხედვით, უცებ ჩნდებიან და ასეც იქნებოდა დიდი აფეთქების შემდგომ.

მეცნიერთა ამ განცხადებას უფრო ამაღელვებელს ხდის ის ფაქტი, რომ ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიას, რომელიც ჩილეში მდებარეობს, მალე დაუყენდება ინსტრუმენტი სახელად „GRAVITY” (გრავიტაცია). მისი მეშვეობით ასტრონომებს მიეცემათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა Sgr A*-სა და სხვა შავ ხვრელებზე დასაკვირვებლად. სულ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელი იქნება იმის გარკვევა, ლისა და ბამბის მოსაზრება მართებულია თუ არა. ჭიის ხვრელთან არსებული ფოტონური სფერო (სივრცის სფერული რეგიონი, სადაც გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ ფოტონებს ორბიტაზე მოძრაობას აიძულებს) გაცილებით პატარა უნდა იყოს, ვიდრე შავი ხვრელის შემთხვევაშია. ხოლო თუ ასე აღმოჩნდა Sgr A*-ს რეგიონში, კოსმოსის მკვლევარ მეცნიერებს მოუწევთ, სერიოზულად დაფიქრდნენ ჭიის ხვრელებზე და იმაზე, თუ როგორ ჯდებიან ისინი სამყაროს აღმწერ თანამედროვე თეორიებში.

 

black-hole.jpg

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   224 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 223 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(3)