Jump to content
×
×
  • Create New...

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 7 იანვარი, N5

საქართველოს ინგლისის ლებორ პარტიისაგან

დეკემბრის 16-ს ინგლისის ლეიბორ  პარტიის (მუშათა პარტიის) აღმასრულებელმა კომიტეტმა სოციალისტურ ინტერნაციონალთან მყოფ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს ირაკლი წერეთელს შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა: „ლეიბორ პარტიის აღმასრულებელი კომიტეტი უგზავნის სალამს საქართველოს სოციალისტურ მთავრობას და უცხადებს თანაგრძნობას არსებულ მძიმე მდგომარეობაში, რომელიც გარს ეკვრის საქართველოს. კომიტეტი მწუხარებას გამოსთქვამს იმის გამო, რომ ერთა ლიგამ არ იცნო საქართველოს სახელმწიფო და არ მიიღო იგი თავის შემადგენლობაში. კომიტეტი იმედს გამოსთქვამს, რომ საქართველოს სოციალისტური მთავრობა დასძლევს იმ დაბრკოლებათ, რომელიც მას გზაზე ეღობება.  – არტურ ჰენდერსონი“.

ამის საპასუხოთ ირაკლი წერეთელმა ჰენდერსონის სახელზე შემდეგი დეპეშა გაგზავნა: „მადლობას გიცხადებ ლეიბორ პარტიის (მუშათა პარტიის) აღმასრულებელ კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკისადმი გამოთქმულ თანაგრძნობისათვის. ინგლისის მუშათა კლასის მორალური დახმარება გაამაგრებს ჩვენს ხალხს და მის სოციალისტურ მთავრობას და დააძლევიებს მის გზაზე არსებულ დაბრკოლებებს. – ირაკლი წერეთელი“.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   169 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 168 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(15)