Jump to content
×
×
  • Create New...

შეუძლია თუ არა ფსიქიატრს


Recommended Posts

  • ფორუმელი
30 minutes წინ, mulan said:

ჰო და რომ მივხვდი რომ საკუთარ თავზე მუშაობით  ვერ მოვხსნიდი ამ სიმპტომებს მივხვდი რომ ფსიქიატრი მჭირდებოდა რომ ადეკვატური მკურნალობა დაენიშნა! ვუააახ

ხოდა სწორად ჩამოაყალიბე მერე ხო შეიძLება რა? :D

1 საათის წინ, Katutu said:

ენც არასწორად გესმის პასუხები :D მულანმა მოიაზრა ის რომ დიაგნოზს დაუსვამს და გამოუწერს წამალს, აპრიორი წამლის გამოსაწერად ვერც მივიდოდა, ესე იგი აწუხებდა რაღაცა, ლოგიკურია

არა ნუგეშინია თვითდიაგნოსტიკაც არ მოერიდება :D

21 minutes წინ, mulan said:

 

კაია სხვებიც თუ ამჩნევთ მის ამ ''ვნებას'' 

აუფ :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

ფსიქიატრიული ინტერვიუ

 
 

ფსიქიატრიული ინტერვიუ - კლინიკური პროცედურა ან კლინიკური საუბრის სქემა, რომელიც გამოიყენება დიაგნოზის დასმის ან მკურნალობის მიზნით


ფსიქიატრიული ინტერვიუ სხვადასხვა ტიპის გარემოში ტარდება. აქ მოცემული რეკომენდაციები იმ ხარისხით უნდა დავიცვათ, რამდენადაც ეს პრაქტიკულადაა შესაძლებელი. მათი სრულად დაცვა ყოველთვის ვერ ხერხდება. ზოგიერთი ტიპის გარემოში ეს განსაკუთრებით რთულია (მაგ., გადაუდებელი და სასწრაფო მომსახურების განყოფილება). მიუხედავად ამისა, შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომინტერვიუსთვის მზადება

  • პაციენტმა კომფორტულად იგრძნოს თავი;
  • დაცული იყოს საუბრის კონფიდენციალობა;
  • დაცული იყოს ინტერვიუერის უსაფრთხოება.

ინტერვიუს მიმდინარეობას ხელს არაფერი არ უნდა უშლიდეს (ის არ უნდა წყდებოდეს ამა თუ იმ მიზეზის გამო). შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული იმისთვის, რომ უცხო პირმა პაციენტის და ექიმის საუბარი შემთხვევით არ მოისმინოს. პაციენტი კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს. ინტერვიუერი პაციენტის პირისპირ არ უნდა იჯდეს. მისი სკამი პაციენტის მიმართ კუთხით უნდა იყოს მოთავსებული. გარდა ამისა, ინტერვიუერი და პაციენტი ერთ სიმაღლეზე (დონეზე) უნდა ისხდნენ.

სასურველია, გამოკითხვის დროს ექიმმა ჩაინიშნოს თავისი შთაბეჭდილებები. ინტერვიუს შემდეგ ჩანაწერების გაკეთებას ბევრი დრო მიაქვს და ეს ჩანაწერები ბოლომდე ზუსტი არ არის. უკეთესია, ჩანაწერების გაკეთება საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დავიწყოთ, როდესაც პაციენტი დარწმუნდება იმაში, რომ მას ყურადღებით უსმენენ. თუ ინტერვიუერი ცაცია არ არის, პაციენტი მისგან მარცხნივ უნდა იჯდეს. ასეთ პოზიციაში მას საშუალება ეძლევა ყურადღება მიაქციოს პაციენტს, შეინარჩუნოს არაოფიციალური ატმოსფერო და, ამავე დროს, აწარმოოს ჩანაწერები. ზოგჯერ, როდესაც პაციენტი ზედმეტად შფოთავს ან აღელვებულია, უკეთესი იქნება, თუ შთაბეჭდილებებს ინტერვიუს დასრულების შემდეგ ჩავინიშნავთ.

პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობაა პოტენციურად საშიში. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომები ყოველი ინტერვიუს წინ უნდა იქნეს მიღებული. თუკი არსებობს ძალადობის საშიშროება, ინტერვიუერმა უნდა დაიცვას შემდეგი პირობები:

  • რესპონდენტმა უნდა იცოდეს, თუ სად ჩატარდება ინტერვიუ და რამდენი ხანი გაგრძელდება იგი. ეს განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც ინტერვიუ სამედიცინო დაწესებულებაში არ ტარდება; თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია საავადმყოფოში ჩატარების დროსაც, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ინტერვიუ სამუშაო დღის დასასრულს არის დანიშნული, როდესაც პერსონალი საავადმყოფოში აღარ იმყოფება;
  • ინტერვიუერს ნებისმიერ მომენტში უნდა შეეძლოს დახმარებისთვის მიმართოს მესამე პირს. საავადმყოფოში ინტერვიუს ჩატარებისას შეამოწმეთ ყველა ღილაკი, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ტარდება ინტერვიუ, აუცილებლად მესამე პირი უნდა იმყოფებოდეს;
  • ინტერვიუერსა და ოთახიდან გასასვლელს შორის არსებული სივრცე თავისუფალი უნდა იყოს, რათა ხელი არ შეუშალოს მას, საჭიროების შემთხვევაში, დროულად დატოვოს ოთახი. არც პაციენტი და არც რაიმე საგანი წინაღობას არ უნდა ქმნიდეს;
  • გაიტანეთ ოთახიდან ნებისმიერი საგანი, რომელიც პაციენტს შეუძლია იარაღად გამოიყენოს. თუ რისკი მაღალია, ან თუ შეუძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დაცვა, შესაძლოა აუცილებელი გახდეს ინტერვიუს გადადება.

ინტერვიუს დაწყება

ინტერვიუერი ესალმება პაციენტს, მიმართავს მას სახელით, აცნობს საკუთარ თავს (ეუბნება საკუთარ სახელსა და სტატუსს) და მოკლედ განუმარტავს, თუ რატომ ტარდება გამოკვლევა და რა მიზანს ისახავს იგი. თუ პაციენტს სხვა ექიმის თხოვნით ხვდებით, ეს უნდა ეცნობოს მას. თუ პაციენტი ინტერვიუზე სხვა პირების თანხლებით მოვიდა, ინტერვიუერი ესალმება მათ და განუმარტავს, თუ რამდენ ხანს მოუწევთ მათ ლოდინი ინტერვიუს დასრულებამდე. თანმხლებ პირებს უნდა ეცნობოთ, ჩაუტარდებათ თუ არა პირადად მათ ინტერვიუ. თუ პაციენტს შეუძლია თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება, ჯობს მას თავიდან ცალკე შეხვდეთ. ინტერვიუერი განუმარტავს პაციენტს, რომ ინტერვიუს განმავლობაში გაკეთდება ჩანაწერები, რომლებიც კონფიდენციალური ხასიათისაა. თუ ინტერვიუ რომელიმე გარეშე ორგანიზაციის დაკვეთით ტარდება (მაგ., იურიდიული ანგარიში), ეს პაციენტს ნათლად უნდა განვუმარტოთ. პაციენტს, ასევე, უნდა ვაცნობოთ, თუ როგორია ინტერვიუს ზოგადი სტრუქტურა (მაგ., ჯერ განიხილება ამჟამინდელი მოვლენები, შემდეგ კი წარსულში მომხდარი ფაქტები) და რა დრო დაეთმობა ინტერვიუს.

ინტერვიუ ღია კითხვებით იწყება (ეს ის კითხვებია, რომლებზეც შეუძლებელია „კი“ ან „არა“ პასუხის გაცემა). ეს კითხვები შეიძლება შემდეგი სახის იყოს: „მომიყევით თქვენი პრობლემების შესახებ“. მიეცით პაციენტს საშუალება, რამდენიმე წუთის განმავლობაში თავისუფლად ისაუბროს, სანამ მას შემდეგ კითხვას დაუსვამდეთ. დააკვირდით პაციენტს, თუ რა სახით აღწერს ის საკუთარ პრობლემებს, როგორია მისი პასუხები და რა მანერით პასუხობს ის დასმულ კითხვებს (მაგ., პაციენტი ზედმეტად სიტყვაძუნწია თუ ზედმეტად ბევრს საუბრობს მეორეხარისხოვან დეტალებზე).

ქვემოთ შემოთავაზებულია რამდენიმე ტექნიკა, რომლებიც აუმჯობესებს ინტერვიუს ხარისხს (Goldberg et al., 1980):

  • ინტერვიუერი მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს. ის ისეთ შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს, რომ არსად ეჩქარება (დროის დეფიციტის პირობებშიც კი);
  • მნიშვნელოვანია პაციენტთან მზერით კონტაქტის დამყარება. ინტერვიუერი არ უნდა იყოს ზედმეტად ფოკუსირებული ჩანაწერებზე;
  • უნდა იყოს ყურადღებით როგორც დისტრესის გამომხატველი ვერბალური და არავერბალური ნიშნების, ასევე საუბრის ფაქტობრივი შინაარსის მიმართ;
  • ინტერვიუერს უნდა შეეძლოს არათანმიმდევრულად ან ზედმეტად მოლაპარაკე პაციენტებთან საუბრის წარმართვა.

პაციენტის მახასიათებელები, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ინტერვიუზე

ინტერვიუს ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. ბევრ მიზეზს განაპირობებს სიტუაცია (ხმაურიანი გარემო, დროის დეფიციტი), ან ინტერვიუერის მახასიათებლები (მაგ., არასაკმარისი გამოცდილება, დაღლილობა). ზოგი პრობლემა თავად პაციენტის მახასიათებლებითაა განპირობებული. ამგვარი პრობლემები შეიძლება საგულისხმო აღმოჩნდეს დიაგნოსტირების თვალსაზრისით (მაგ., პაციენტი შეიძლება სიტყვაძუნწი იყოს დეპრესიის გამო ან შეცვლილი ჰქონდეს ცნობიერება დელირიუმის გამო).

შფოთვიანი პაციენტი

მიუხედავად იმისა, რომ შფოთვა ზოგ შემთხვევაში პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის ერთ-ერთი მახასიათებელია, ის, შეიძლება, ინტერვიუთი იყოს გამოწვეული. თუ პაციენტი ზედმეტად შფოთვიანია, ინტერვიუერმა შეიძლება მას უთხრას, რომ უამრავი ადამიანი განიცდის შფოთვას, როდესაც პირველად იღებს მონაწილეობას ფსიქიატრიულ ინტერვიუში და განაგრძოს იმის გარკვევა, თუ რა აწუხებს პაციენტს.

სიტყვაძუნწი პაციენტი

ინტერვიუერი დაეხმარება სიტყვაძუნწ პაციენტს, ისაუბროს თავისუფლად, თუ იგი მის მიმართ ინტერესს არავერბალურად გამოხატავს (მაგ., სკამზე ჯდომისას ოდნავ წინ გადაიხრება და ინტერესის გამომხატველ გამომეტყველებას მიიღებს). ზოგადად, ინტერვიუერმა უნდა გამოიყენოს ყველა ის არავერბალური ნიშანი, რომელიც ეფექტურ ინტერვიუს განაპირობებს.

ყბედი პაციენტი

ადვილი არ არის ისეთი პაციენტის მოთოკვა, რომელიც ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს. თუ ფსიქიატრი ვერ ახერხებს საჭირო თემაზე ინტერვიუს წარმართვას, ის უნდა დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც პაციენტი ბუნებრივად გააკეთებს პაუზას და აუხსნას მას, რომ, რადგანაც ინტერვიუ დროშია შეზღუდული, მას მოუწევს, დროდადრო შეაწყვეტინოს საუბარი. მან ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ეს საჭიროა ისეთ საკითხებზე კონცენტრაციისთვის, რომლებიც აუცილებელია მკურნალობის დასაგეგმად. თუ ფსიქიატრი ამას ტაქტიანად გააკეთებს, მაშინ ყველაზე ყბედ პაციენტსაც კი დაიყოლიებს.

ჰიპერაქტიური პაციენტი

ზოგი პაციენტი იმდენად აქტიური და მოუსვენარია, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამოსავლენად მიზანმიმართული ინტერვიუს ჩატარება ძალიან ძნელია. ასეთ შემთხვევაში ინტერვიუერი რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვით იფარგლება და პაციენტის ქცევაზეა კონცენტრირებული. თუ პაციენტს მიმღებ განყოფილებაში ვნახულობთ, მისი ზედმეტი აქტიურობა შეიძლება წარმოადგენდეს რეაქციას სხვათა მცდელობაზე, შეზღუდონ იგი. თუ ასეთ დროს ინტერვიუერი მშვიდად და თვითდაჯერებულად მოიქცევა, მან შესაძლოა მოახერხოს პაციენტის დამშვიდება, რაც საკმარის პირობას შექმნის გამოკვლევის ჩასატარებლად.

აბნეული პაციენტი

როდესაც ავადმყოფი თავის ისტორიას არეულად ყვება ან დაბნეულია, ინტერვიუერმა თავიდანვე უნდა გამოიკვლიოს მისი კოგნიტური ფუნქციები. თუ სახეზეა ცნობიერების პათოლოგია ან კოგნიტური დაქვეითება, ინტერვიუერმა, გამარტივებული ინტერვიუს ხელახლა დაწყებამდე, უნდა დაამშვიდოს იგი და დაეხმაროს მას ორიენტირებაში. ასეთვითარებაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ინფორმაცია სხვა ინფორმატორებისაგან მოვიპოვოთ.

არათანამშრომლური პაციენტი

ზოგ პაციენტს არ სურს, რომ მას ინტერვიუ ჩამოართვან და ინტერვიუზე მესამე მხარის (მაგ., მეუღლის) დაჟინებული თხოვნით თანხმდება. როდესაც პაციენტი არ მიდის თანამშრომლობაზე, ინტერვიუერმა ხელახალა უნდა განიხილოს ის მიზეზები, რის გამოც მას პაციენტმა მომართა და უნდა დაარწმუნოს იგი, რომ ინტერვიუს ჩატარება მის ინტერესშიც შედის. გახსოვდეთ, რომ პაციენტის უარი ინტერვიუერთან თანამშრომლობაზე შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პაციენტი ვერ აცნობიერებს საკუთარ ავადმყოფობას. მაგ., დელირიუმის, დეპრესიისა და ფსიქოზების შემთხვევაში. ასეთ დროს პაციენტის ხელახლა გამოკვლევამდე შეიძლება საჭირო გახდეს ინფორმატორთან გასაუბრება.

უკონტაქტო პაციენტი

თუ პაციენტს მუტიზმი ან სტუპოროზული მდგომარეობა აქვს, აუცილებელია ინფორმატორის ინტერვიუირება, რომელიც მოგვაწოდებს ინფორმაციას მდგომარეობის განვითარებისა და მიმდინარეობის შესახებ. ასეთი პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისას ინტერვიუერს მხოლოდ ქცევაზე დაკვირვება შეუძლია, თუმცა ესეც საკმაოდ ინფორმატიულია. რადგან სტუპორის დროს სრულიად უმოძრაო პაციენტს შეიძლება უცბად განუვითარდეს ძლიერი ფსიქო-მოტორული აგზნება ძალადობრივი ქმედებებით, აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება.

მანამ დასვამთ მუტიზმის დიაგნოზს, მიეცით პაციენტს საკმარისი დრო პასუხის გასაცემად და მოსინჯეთ რამდენიმე სასაუბრო თემა. თუ პაციენტი მაინც არ გიპასუხებთ, სთხოვეთ დაწეროს პასუხი. ქცევაზე დაკვირვების გარდა, დააკვირდით თვალების მოძრაობას: ღია აქვს თუ დახუჭული, ფიქსირებულია ერთ წერტილზე, თუ უმიზნოდ აცეცებს აქეთ-იქით, აყოლებს თუ არა თვალს საგნებს. თუ თვალები დახუჭული აქვს, სთხოვეთ გაახილოს. დააკვირდით, გაახელს თუ არა, ან როცა სთხოვთ, ხომ არ ეწინააღმდეგება თვალების გახელას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ფიზიკური და ნევროლოგიური გამოკვლევა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კატატონური შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენაც

სხვა პრობლემები

ზოგი პაციენტი ცდილობს, თავად წარმართოს ინტერვიუ. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ინტერვიუერი მასზე ახალგაზრდაა. ზოგი პაციენტი ზედმეტად მეგობრულად იქცევა, რის გამოც ინტერვიუ შეიძლება ჩვეულებრივ საუბრად გადაიქცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერვიუერმა უნდა განმარტოს, თუ რატომ წარმართავს იგი პაციენტს სწორედ გარკვეულ თემებზე სასაუბროდ. დროთა განმავლობაში ინტერვიუს წარმართვა თვითდაჯერებული და ასერტული (მაგრამ არა დომინანტური) მანერით ინტერვიუს წარმართვა აგვარიდებს ამგვარ პრობლემებს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share