Katutu Posted 7 იანვარი, 2021 Posted 7 იანვარი, 2021 ფსიქიატრიის განყოფილება აქ არ არის, ამიტომ აქ დავსვამ ფრიად საინტერესო კითხვას: შეუძლია თუ არა ფსიქიატრს მოიშველიოს ცრემლების იმიტაცია, საიმისოდ რომ დააკვირდეს პაციენტის რეაქციას? კომპეტენციის ფარგლებში იგულისხმება, რა თქმა უნდა. ფსიქიატრები ხშირად იშველიებენ მანიპულაციებს პაციენტის დიაგნოზის დასადგენად და ეს არის მათი პროფესია, პაციენტს პირდაპირ ვერ შეეკითხება დიაგნოზს, დიაგნოზი ხშირად გამოიკვლევა კითხვებით და მანიპულაციებით. მაგრამ რამდენად შორს შეუძლია ფსიქიატრს რომ წავიდეს? შეუძლია ნიანგის ცრემლები გადმოღვაროს მანიპულაციისთვის და პაციენტის დიაგნოზის უკეთ გამოკვლევისთვის? თემის ინსპირაცია პირადი გამოცდილებიდანაა, ამიტომ კომპეტენტურმა იუზერებმა უპასუხეთ კითხვას, დიდი თხოვნაა. ვინც ნაკლებად კომპეტენტურია თემის გარშემო შეგიძლიათ იმსჯელოთ ულტიმეტჩოფერი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 7 იანვარი, 2021 Posted 7 იანვარი, 2021 @Katutu ჩემი აზრით არ აქვს ამის უფლება. არაეთიკურია. მე არ ვარ არც ფსიქოლოგი და არც ფსიქიატრი მაგრამ ამ უკანასკნელთან ვიზიტისას რომ მოისმინა ჩემი ერთი ამბავი - აღელდა, დაიწყო ბოლთის ცემა და სიგარეტის მოწევა(ნებართვა აიღო ჩემგან მაგრამ მაინც) რაც ძალიან არ მომეწონა მე როგორც პაციენტს, ანუ მე მისი ემოციები და თანაგრძნობა არ მჭირდებოდა, ამისთვის არ ვიყავი მისული, მედიკამენტი მჭირდებოდა, საბოლოოდ რაც დამინიშნა თავისი საქმე შეასრულეს იმ წამლებმა მაგრამ ჩემი გამოცდილებით ისევ და ისევ ეს არ იყოს ის რაც მაშინ მჭირდებოდა, თან რეაქტიულობის ზრდა სიტუაციას ძალიან ასუბიექტურებს ორივე მხარეს, იყო შანსი მე რომ არაგაწონასწორებული ადამიანი ვყოფილიყავი ისტერიკები მომეწყო, ექიმისთვის არაცნობიერად თავის მოწონების და შეცოდების მიზნით მესლუკუნა და საბოლოო ჯამში დაენიშნა არა ის მედიკამენტი რომელიც რეალურად მჭირდებოდა არამედ უფრო ძლიერი, სხვა ჯგუფის ჩემთვის არასაჭირო წამლები. ყველა შემთხვევაში სიმპტომებს უფრო მეტს წაიჭერდა ვიდრე სინამდვილეში რეალურად მქონდა ამიტომ ნწუ, ღლეობაა... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 7 იანვარი, 2021 Posted 7 იანვარი, 2021 44 minutes წინ, Katutu said: შეუძლია თუ არა ფსიქიატრს მოიშველიოს ცრემლების იმიტაცია, საიმისოდ რომ დააკვირდეს პაციენტის რეაქციას? კომპეტენციის ფარგლებში იგულისხმება, რა თქმა უნდა. ფსიქიატრები ხშირად იშველიებენ მანიპულაციებს პაციენტის დიაგნოზის დასადგენად და ეს არის მათი პროფესია, პაციენტს პირდაპირ ვერ შეეკითხება დიაგნოზს, დიაგნოზი ხშირად გამოიკვლევა კითხვებით და მანიპულაციებით. მაგრამ რამდენად შორს შეუძლია ფსიქიატრს რომ წავიდეს? შეუძლია ნიანგის ცრემლები გადმოღვაროს მანიპულაციისთვის და პაციენტის დიაგნოზის უკეთ გამოკვლევისთვის? რა საჭიროა? ზოგადად არ მგონია საჭირო იყოს მსგავსი რაღაცეები და ფსიქიატრმა პირველ რიგში მისი თავის კონტროლი უნდა შეძლოს. ასევე მანდ დგება სამედიცინო ეთიკის საკითხი. 4 minutes წინ, mulan said: მე მისი ემოციები და თანაგრძნობა არ მჭირდებოდა, ამისთვის არ ვიყავი მისული, მედიკამენტი მჭირდებოდა, შენ მანდ გჭირდებოდა შენი პრობლემის მოგვარევა და არა მედიკამენტი. ფსიქიატრი რეცეპტის გამომწერი არაა. ნუ როგორ მოიქცა ფსიქიატრი ცალკე თემაა, მაგრამ მაინც. 6 minutes წინ, mulan said: ყო შანსი მე რომ არაგაწონასწორებული ადამიანი ვყოფილიყავი ისტერიკები მომეწყო, ექიმისთვის არაცნობიერად თავის მოწონების და შეცოდების მიზნით მესლუკუნა და საბოლოო ჯამში დაენიშნა არა ის მედიკამენტი რომელიც რეალურად მჭირდებოდა არამედ უფრო ძლიერი, სხვა ჯგუფის ჩემთვის არასაჭირო წამლები. ყველა შემთხვევაში სიმპტომებს უფრო მეტს წაიჭერდა ვიდრე სინამდვილეში რეალურად მქონდა ამიტომ ნწუ, ღლეობაა.. ზოგადად მსგავსი მიდგომები არის მხოლოდ და მხოლოდ კონტროლირებად გარემოში და მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველა გზა ამოიწურა. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
Katutu Posted 7 იანვარი, 2021 Author Posted 7 იანვარი, 2021 @mulan არაეთიკურია თქო მთლად ვერ ვიტყვი მაინც.. იმიტომ რომ ერთ-ერთი საშუალებაა დიაგნოზის დასმის - მანიპულაციები (რადგან ბევრი დიაგნოზი მოიაზრებს მანიპულატორობას და ალბათ ამასაც ამოწმებენ). თან არც ვარ დარწმუნებული რომ მანიპულაცია იყო, ზოგადად ეს ფსიქიატრი ძალიან სერიოზული და გაწონასწორებული იყო სხვა შეხვედრებში, მაგრამ პირველი შეხვედრისას მოხდა ეს, ერთი შეხედვით სერიოზულად მისმენდა, ბოლოს როდესაც მოვუყევი ყველაფერი, აღელდა და ცრემლი გადმოუვარდა ცალი თვალიდან, შევატყე რომ უხერხულად იგრძნო თავი ამ ცრემლის გამო და უცებ მოიწმინდა თვალი, არ შეიმჩნია. ბოლოს დააყოლა რომ ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა რაც ჰქონია (ნაომარი პაციენტების შემდეგ) მაგრამ ფსიქიატრის და ფსიქოლოგის სიტყვა და ქცევა რამდენად დაიჯერება ეს მაინტერესებს, რამდენად ეთიკურია ეს უკვე სხვა საკითხია. ამ ფსიქიატრის ქცევაში კი იმიტომ შევიტანე ეჭვი რომ მეორე, სხვა ფსიქიატრმა მოიშველია მსგავსი მანიპულაცია, რაღაც მითხრა იმისთვის რომ ჩემი რეაქცია ენახა (გამოხედვაში შევატყე ეს), არადა თითქოს უწყინარი და ჩვეულებრივი რაღაც მითხრა მაგრამ ისეთი გამოხედვით, აი მტაცებელი რომ ელოდება მსხვერპლს ბუჩქებიდან მანიპულაციების დადგენის ოსტატი ვარ ზოგადად ხოდა მეც არ შევიმჩნიე და ჩვეულებრივად ვუპასუხე. ამიტომ იმ პირველ ფსიქიატრშიც შემეპარა ეჭვი, მსგავს შემთხვევას რომ გადავეყარე. აქვე ვახსენებ რომ ორივე ფსიქიატრი არის ყველაზე ცნობილი და პროფესიონალი. ერთი ასაკშია და მეორე მისი მოსწავლეა. ულტიმეტჩოფერი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 7 იანვარი, 2021 Posted 7 იანვარი, 2021 3 minutes წინ, t-90 said: შენ მანდ გჭირდებოდა შენი პრობლემის მოგვარევა და არა მედიკამენტი. ფსიქიატრი რეცეპტის გამომწერი არაა. ფსიქიატრი +ნევროპათოლოგია ტიპი. საკმაოდ კაი რეპუტაციის თბილისში! Share on other sites More sharing options...
Katutu Posted 7 იანვარი, 2021 Author Posted 7 იანვარი, 2021 5 minutes წინ, t-90 said: ფსიქიატრი რეცეპტის გამომწერი არაა. ფსიქოლოგი არაა თორე ფსიქიატრი არის თუ არის 1 ულტიმეტჩოფერი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 7 იანვარი, 2021 Posted 7 იანვარი, 2021 (შესწორებული) 2 minutes წინ, Katutu said: ამ ფსიქიატრის ქცევაში კი იმიტომ შევიტანე ეჭვი რომ მეორე, სხვა ფსიქიატრმა მოიშველია მსგავსი მანიპულაცია, რაღაც მითხრა იმისთვის რომ ჩემი რეაქცია ენახა ვერბალურ დონეზე ხო? ეგ ჩვეულებრივი ამბავია, შეგიჩხიკინა რომ შენი რეაქცია გამოეწვია მარა პაციენტი და ექიმი რომ ერთად ტირიან ეგ არ მგონია ნორმალური იყოს. არის შანსი რომ ეფიქრა თითქოს შენ ემოციური ინტელექტი დაბალზე გაქვს ან გიჭირს სხვების ემოციების კითხვა? Edited 7 იანვარი, 2021 by cosmia Share on other sites More sharing options...
Katutu Posted 7 იანვარი, 2021 Author Posted 7 იანვარი, 2021 1 minute წინ, mulan said: ვერბალურ დონეზე ხო? ეგ ჩვეულებრივი ამბავია, შეგიჩხიკინა რომ შენი რეაქცია გამოეწვია მარა პაციენტი და ექიმი რომ ერთად ტირიან ეგ არ მგონია ნორმალური იყოს. ვერბალურად, ხო. რავიცი, ეს პროფესია მგონი მოიაზრებს მანიპულაციებსაც და ამიტომ დავინტერესდი რამდენად შორს შეუძლია წავიდეს ამ მხრივ ფსიქიატრი. ულტიმეტჩოფერი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა