Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოში ტყეები და მინდვრები იწვის. სამ დღეში ხანძრის 250 კერა დაფიქსირდა


Recommended Posts

  • ფორუმელი

maxresdefault.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 3 დღეში ქვეყანაში ხანძრის 250 კერა დაფიქსირდა, მათგან უმეტესობა – 243 ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია ხანძრის 7 კერა.

სამსახურის განმარტებით, საქართველოში ტყისა და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი ებრძოდა.

უწყების ინფორმაციით, კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება მოახერხეს.

ამ დროისათვის რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება:

შიდა ქართლში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

რაჭა-ლეჩხუმში ხანძარი ლოკალიზებულია.

იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ და ხონში.

აჭარაში, ქედაში, უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება. 

სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში და აბაშაში, ნაფიხჩოვოში და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ქრობის სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე,“ – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AB%E1%135581012_2486207591683458_7656419426343

ტყეები იწვის აფხაზეთშიც

ოკუპირებულ აფხაზეთშიც ცეცხლმა უკვე დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია.

განსაკუთრებით კრიტიკული ვითარება შეიქმნა გალის რაიონში, სადაც ხანძარმა ცხრა სოფელი მოიცვა.

ხანძრების ძირითადი მიზეზი – გლეხები არიან. ზამთრის პერიოდში ისინი, როგორც წესი, გამხმარ ბალახს წვავენ. ტერიტორიის ამგვარი გაწმენდის შედეგად ცეცხლი ტყის მასივებზეც გადავიდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ აღწევს ხანძარი დასახლებულ პუნქტებამდე

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share