Jump to content
×
×
  • Create New...

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სკოლებში საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყება – ვის შეეხება საგანი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყება. ამის შესახებ განათლების სამინისტროს განმარტებით ბარათშია ნათქვამი, რომელიც ამ მომენტისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ბრძანების პროექტად არის სამინისტროსგან დამტკიცებული.

დოკუმენტშიც წერია, რომ ბრძანების პროექტის ავტორი და წარმდგენი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

როგორც განმარტებაში ვკითხულობთ, ახალი კორონავირუსის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა კომპიუტერულ წიგნიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად მოკლე დროში საჭირო იყო შესაბამისი ცოდნის გაზიარება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. შემუშავდა საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ახალი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს პანდემიის პერიოდში ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის, გამოცდილების გამყარებასა და სხვა აუცილებელი, XXI საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების დაუფლებას ადრეული ასაკიდანვე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ახალი თაობა მოვამზადოთ იმ მაღალტექნოლოგიური გარემოსათვის, რომელშიც მას მომავალში მუშაობა და ცხოვრება მოუწევს.

რაც შეეხება კლასებს, თუ ვის შეეხება ეს საგანი, დოკუმენტში წერია:

“აქამდე არსებული სტანდარტის მიხედვით, საგანი „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ გათვალისწინებული იყო მხოლოდ I (არჩევითი), V და VI კლასების სასწავლო ბადეში. ხოლო განხორციელებული ცვლილების შედეგად, დაწყებითი საფეხურის II, III და IV კლასებში ახალი საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით შევა აღნიშნულ კლასებშიც, რაც სწავლების თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს აღნიშნული საგნის უწყვეტ სწავლებას დაწყებით საფეხურზე.

იგეგმება 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება 400-მდე სკოლაში; ხოლო 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან ეს საგანი გახდება სავალდებულო II, III და IV კლასებში ყველა ქართულენოვან სკოლაში”.

განმარტებითი ბარათის თანახმად, საგნის დანერგვის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტმა მიმართა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს საგნის დანერგვის ხარჯების გაანგარიშების თხოვნით, შესაბამისად, ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ დაანგარიშდა საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ II, III და IV კლასებში წლიური საათების რაოდენობა და შესაბამისი ბიუჯეტი.

ბრძანების პროექტი ინიცირებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2020 წლის 29 დეკემბრის N1237774 მოხსენებითი ბარათით.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

კარგი წამოწყებაა.

ჩემს დროს კი იყო ინფორმატიკის გაკვეთილები მაგრამ ვორდში CV-ის შედგანას გვასწავლიდნენ, 3წელი :facepalm: რატომ ჰქონდა ინფორმატიკის მასწს ჩვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ხელი ასე ჩაქნეული დღემდე ვერ გავიგე :D 

რუსების ინფორმატიკის გაკვეთილებას გადავხედე ახლახანს და კოდირებასაც კი ასწავლიან, დაწყებით დონეზე. არადა, მეცხრე კლასიდან ჩვენთანაც რომ იყოს პროგრამირების ლაით კურსივით, მგონი, ბევრი თინეიჯერი დაინტერესდება. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share