Jump to content
×
×
  • Create New...

ბოლო ათწლეულის ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საფეხბურთო ტრანსფერების სამყარო სავსეა შეცდომებით. მთელი ამ დროის მანძილზე ვერც ერთმა კლუბმა შეძლო ამ მიმართულებით 100%-იანი შედეგის დადება. ამასთან, სატრანსფერო პოლიტიკაში, ზოგ კლუბს წარუმატებლობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს, იქნება ეს ერთ ფეხბურთელზე უზარმაზარი თანხის დახარჯვა (“რეალ მადრიდი”), კონკრეტულ პოზიციაზე გამუდმებით არასწორი არჩევანის გაკეთება (“მანჩესტერ იუნაიტედი”), თუ უბრალოდ საკუთარ სუპერვარსკვლავზე ახალი კონტრაქტის შეთავაზება, მანამ სანამ ფორმიდან ამოვარდება (“არსენალი”). სპორტული გამოცემა ESPN გვთავაზობს 2010 წლის შემდეგ ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერებს.

eden-azar-170255-300x200.jpeg
მადრიდის “რეალი”: €100 მილიონი ედენ აზარის სანაცვლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შეცდომაა დედაქალაქური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში.

5-300x164.png
მიუნხენის „ბაიერნი“: 2019 წლის 1 ივლისს მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი მცველი, ლუკას ერნანდესი “რეკორდმაისტერმა” 80 მილიონ ევროდ გაიფორმა.
3 წლით ადრე კი გერმანულმა გრანდმა მიუნხენის „ბაიერნმა“ პორტუგალიურ „ბენფიკას“ 18 წლის ნახევარმცველის, რენატო სანჩესის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. სამწუხაროდ ვერც ერთმა ტრანსფერმა გერმანელების იმედები ვერ გაამართლა.

https___thetopflight.com_wp-content_uplo
“მანჩესტერ იუნაიტედი”: 24 წლის პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედმა” 2016 წლის ზაფხულში “იუვენტუსიდან” £89 მილიონად შეიძინა, საუბარია იმ ფეხბურთელზე, რომელიც რამდენიმე სეზონით ადრე უფასოდ გაუშვეს. მიუხედავად იმისა, ფრანგმა ფეხბურთელმა მსოფლიო თასიც აღმართა და ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება, “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ფინანსურად მაინც წარუმატებლად შეიძლება ჩავთვალოთ.

0_BeFunky-collage-54-300x200.jpg
ლონდონის “ჩელსი”: ლონდონურმა კლუბმა, 2012 წელს £7 მილიონად ნაყიდი კევინ დებრუინი, რომელშიც იმდროინდელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ამომავალი ტალანტი ვერ დაინახა, 2014 წელს 18 მილიონად “ვოლსბურგში” გაყიდა. სულ რაღაც 18 თვის შემდეგ კი “მანჩესტერ სიტიმ” ბელგიელის სანაცვლოდ £55 მილიონი გადაიხადა და გუნდის მამოძრავებელ ძალად აქცია. სამწუხაროდ, “არისტოკრატებმა” საკუთარ შეცდომებზე ვერ ისწავლეს და შვეიცარიული “ბაზელიდან” £11 მილიონად ნაყიდი მოჰამედ სალაჰი £12 მილიონად იტალიურ “რომაში” გაუშვეს. იტალიაში ჩატარებული წარმოუდგენლად წარმატებული სეზონის შემდეგ ეგვიპტელის სანაცვლოდ “ლივერპულმა” £36.9 მილიონი გადაიხადეს.

coutinho-dembele-malcom_4_641x361-300x16
“ბარსელონა”: კატალონიური გუნდის ვალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე 488 მილიონ ევრომდე გაორმაგდა, ამას ხელი ბოლო წლებში “ბარსელონას” წარუმატებელმა სატრანსფერო პოლიტიკამ შეუწყო, როდესაც კლუბმა უამრავი ფინანსური შეცდომა დაუშვა. კატალონიურმა გუნდმა რეკორდული თანხები დახარჯა ფეხბურთელებში, რომლებმაც სამწუხაროდ არ გაამართლეს.
გუნდმა მხოლოდ 420 მილიონი ევრო სულ რაღაც ოთხი ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაიხადა, ესენია: უსმან დემბელე, ფილიპე კოუნტინიო, ანტონიო გრიზმანი და მალკომი.

67225712_67225236-300x169.jpg
დორტმუნდის “ბორუსია”: თავისუფლად შეგვიძლია ამ გუნდის ყველაზე დიდ სატრანსფერო შეცდომად უკანასკნელ წლებში პოლონელი ფორვარდის – რობერტ ლევანდოვსკის უფასოდ გაშვება მივიჩნიოთ. გარდა ამისა, 2016 წლის ზაფხულში “დორტმუნდმა” 30 მილიონად ანდრე შურლე დაიმატა, რის შემდეგაც ფეხბურთელის რეგრესი დაიწყო. 29 წლის გერმანელი ჯერ “ფულემში” გაანათხოვრეს, კარიერის ბოლოს კი მოსკოვის “სპარტაკში”.

Pepearticle-300x169.jpg
“არსენალი”: 2019 წელს “არსენალმა” კოტ-დ’ივუარელი ნიკოლას პეპე £72 მილიონად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლას პეპე “არსენალის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა, თუმცა, პრემიერლიგის 31 მატჩში, მან მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა. არსენალისთვის წარუმატებელ ტრანსფერად შეგვიძლია მივიჩინოთ 2016 წელს სერჟ გნაბრის გაშვება, რომელიც შემდეგ მიუნხენის “ბაიერნის” სუპერვარსკვლავად მოგვლევლინა.

The post ბოლო ათწლეულის ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერები first appeared on https://superstar.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   195 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 193 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(6)
    • Safari(1)
    • t-90
    • Googlebot(2)