Jump to content
×
×
  • Create New...

ჭიანჭველების გამოცდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ანანდ ვარმა უნივერსიტეტში ბიოლოგიას სწავლობდა, როდესაც National Geographic-ის ფოტოგრაფის საველე თანაშემწედ დაიწყო მუშაობა და თავისი ჭეშმარიტი მოწოდება აღმოაჩინა. ამჟამად მისი სპეციალობა ერთი ციცქნა, მოუხელთებელი არსებების მაღალი სიმკვეთრის ფოტოების გადაღებაა.

%E1%83%AF-755x1024.jpg National Geographic-ის
ფოტოგრაფი 
2011 წლიდან
ფოტო: მაიკლ პარმელი

2020 წლის დასაწყისი კალიფორნიაში, რივერსაიდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გავატარე – კოლიბრებს ვიდეოს ვუღებდი და მათი მოძრაობებისა და ქცევების აღბეჭდვის ახალი მეთოდების გამოგონებას ვცდილობდი. ეს პროცესი პანდემიამ ჩაშალა – მარტის შუიდან უნივერსიტეტის დაცლა მოგვიხდა და მთელი შტატი ჩაიკეტა.

როგორც წესი, სახლს ოთხი მეგობარი ვქირაობთ ხოლმე; ეს რიცხვი რვამდე გაიზარდა. იმპროვიზებული კომუნასავით ვიყავით და ერთად მშვენიერი დრო გავატარეთ.

მედუზების შესასწავლად National Geographic-ისა და რიტა ალენის ფონდისგან დაფინანსება მივიღე. თავდაპირველი ჩანაფიქრი გლობალური პროექტი გახლდათ: იაპონიაში გადაფრენა, აკვარიუმების მონახულება, ოკეანეში გადაღება… საბოლოოდ, მუშაობა საკუთარ გარაჟში მომიწია, აკვარიუმის მოწყობაში ახალი ინგლისის აკვარიუმის თანამშრომელი სტივ სპინა დამეხმარა და მედუზებიც FedEx-ით გამომიგზავნა. რაღა დამრჩენოდა, კარანტინში ყოფნისას აურელიას გვარის მედუზებზე ვიმუშავე.

როდესაც ზაფხულის შუისკენ აკვარიუმი ცოტა გაჭუჭყიანდა და გავწმინდე, მასში არსებულმა პოლიპებმა გარდაქმნა დაიწყეს. ერთ დღესაც გარაჟში შევედი და ამ თეთრი პოლიპების ფონზე ყავისფერი სტრუქტურა შევნიშნე! მედუზების პროექტის მთელი მიზანიც ამ მეტამორფოზის ცხადყოფა იყო, იმის ჩვენება, თუ როგორ იცვლება მათი სხეულები ასაკისა და სტრესის საპასუხოდ. დროთა განმავლობაში ამ პროცესის გამოწვევა ვისწავლე: პოლიპებით სავსე ქილას ორი კვირით მაცივარში ვდებ და ისინი პაწაწინა მედუზებად იქცევიან. ახლა კვლევით ნაშრომებში წაკითხული ექსპერიმენტების გამეორებას ვცდილობ, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ ახერხებენ მედუზები დაბერების პროცესის უკუქცევას და პოლიპის ფაზაზე დაბრუნებას სხეულის ქსოვილების რეორგანიზაციის გზით. დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ, მაგრამ სწორედ ამ პროცესის აღბეჭდვას ვცდილობ. – პატრისია ედმონდსისთვის მონათხრობი

MS1110C_110629_1586A.jpg

ჭიანჭველების გამოცდა

ნახე სრულად

The post ანანდ ვარმა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

„სამუშაო გინდა? − ტყის ქარცი ჭიანჭველების ფოტო მჭირდება, რომლებიც წყალში ტივად იკვრებიან“ − ასე მიმართა ცნობილმა და მომთხოვნმა ფოტორედაქტორმა სიუზან უელჩმენმა 2011 წელს ანანდ ვარმას, რომელსაც მანამდე National Geographic-ის გამობრძმედილ ფოტოგრაფებთან მხოლოდ თანაშემწის როლში ჰქონდა ნამუშევარი.

დატბორვისას ჭიანჭველები ერთმანეთს გამოსდებენ ფეხებს და მოტივტივე გროვას ქმნიან. წყლის ზედაპირზე და მის ქვეშ მყოფი ინდივიდები ერთმანეთს რიგრიგობით ენაცვლებიან. უელჩმენს სწორედ ამ მოვლენის ამსახველი კადრი სურდა.

ჯორჯიის შტატის ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ვარმამ ასობით ფოტო გადაიღო. უელჩმენმა ყველა დაუწუნა. „მაგრად ჩავფლავდი“, − იფიქრა ვარმამ.

გადაღებას მიუბრუნდი, − უთხრა უელჩმენმა, − კიდევ სცადე.

„აკვარიუმის გარედან გადაღებული კადრები იმიტომ არ ვარგოდა, რომ წყალი შუშასთან შეხებით ამოზნექილ-ჩაზნექილ ლინზას ქმნის, რომელიც ფოტოზე გადღაბნილ ზოლად ჩანს“, − ამბობს ვარმა. რა უნდა ეღონა?

ლაბორატორიის თანამშრომელმა ვარმას შუშის საცხი აჩვენა, რომელიც ამ ეფექტის წარმოქმნას უშლიდა ხელს. შედეგად, გადაღებულ კადრებში წყლის ზედაპირი „ძალიან მკაფიო ხაზად“ წარმოჩნდა. უელჩმენს მოეწონა, მაგრამ ვარმას უთხრა, რომ მეტი ჭიანჭველა იყო საჭირო. მანაც ჭიანჭველები დაამატა. დავალება ორდღიანი იყო, მაგრამ ვარმა მას მესამე დღესაც მიუბრუნდა. სწორედ მაშინ გადაიღო ეს შესანიშნავი კადრი და უელჩმენისგან განსაკუთრებული ქება დაიმსახურა: „აი, ეს უკვე National Geographic-ის ღირსეული ნამუშევარია“.

ვარმა თავისი შესანიშნავი ფოტოკოლექციის შესახებ ჩვენი პოდკასტის − OVERHEARD AT NATIONAL GEOGRAPHIC − მესამე სეზონის მერვე სერიაში ლაპარაკობს (პოდკასტი ინგლისურ ენაზეა).

A030_C011_011204-1.jpg

ანანდ ვარმა

ნახე სრულად

The post ჭიანჭველების გამოცდა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

1 საათის წინ, Moor said:

დატბორვისას ჭიანჭველები ერთმანეთს გამოსდებენ ფეხებს და მოტივტივე გროვას ქმნიან. წყლის ზედაპირზე და მის ქვეშ მყოფი ინდივიდები ერთმანეთს რიგრიგობით ენაცვლებიან.

ამათი ჭკუა მოგვცა ადამიანებს.:penelope:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share