ფორუმელი Mulan Posted 5 იანვარი, 2021 Posted 5 იანვარი, 2021 შემადგენლობა: 500 გე საქონლის ხორცის ან ღორის ხორცის ფილე ნახევარ-ნახევარი კონა ქონდარი, ქინძი, ოხრახსუში, ნიახური 3 თავი ხახვი 3 კბილი ნიორი 1 ც წითელი წიწაკა მარილი გემოვნებით მომზადება: ძროხის ან ღორის ხორცს რამდენიმე დიდ და თხელ ნაჭრად დავჭრით. დავბეგვავთ და მარილს დავაყრით. ამ ნაჭრებს ერთმანეთზე დავაწყობთ ისე, რომ კარგად გადაიხვეს. ყველა მწვანილს წვრილად დავჭრით და დალაგებულ ხორცს დავაყრით. შემდეგ ხორცს გადავახვევთ. ძაფს შემოვახვევთ და შევკრავთ. კუთხეებიც ხორცითვე უნდა დავახუროთ. შეიძლება რამდენიმე რულეტი გამოგივიდეთ ან ერთი დიდი. ღრმა ქვაბში ჩავდებთ და წყლით დავფარავთ. ცოტა ცხიმიც უნდა ჩავუდოთ. მალევე ადუღდება და გადავაბრუნებთ. წყალი რომ დასრება და ორივე მხარეს დაიბრაწება, ამოვიღებთ. მრგვალ დაფაზე დავდებთ და ძეხვივით დავჭრით. X წაიკითხეთ სხვაც ღვინოში მოშუშული თევზი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა