Jump to content
×
×
  • Create New...

ღუმელში შემწვარი კარტოფილი


Recommended Posts

  • ფორუმელი

შემადგენლობა:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 3 ც ბულგარული წიწაკა
  •  2 კბილი ნიორი
  •  1 კონა ოხრახუში
  •  100 გრ ყველი
  • 400 გრ არაჟანი
  •  წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

ვიღებთ მოზრდილ კარტოფილებს და კარგად ვრეცხავთ. კანს არ ვაცლით, ვჭრით შუაზე და  მარილმოყრილს  გაზქურაში ვწვავთ ორივე მხრიდან. ცალკე ვამზადებთ კარტოფილზე მოსასხმელ სოუსს: წვრილად  დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დანაყილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, გახეხილი ყველი. ამ ყველაფერს ვურევთ არაჟანში ისე რომ არ იყოს თხელი მასა. წიწაკასა და მარილს გემოვნების მიხედვით ვამატებთ. ამ მზა მასას შემწვარ კარტოფილს ზევიდან ვუსვამთ და ისევ გაზქურაში ვაბრუნებთ. ყველი რომ გაწითლდება, კერძიც უკვე მზადაა.

წაიკითხეთ სხვაც

Copy-of-HALDEN-3-26-150x150.png ხორცი არაჟნით

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   168 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 167 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(3)