Jump to content
×
×
  • Create New...

EUobserver-ი: ლუკაშენკას დავალებით კაგებე გეგმავდა ოპონენტების მკვლელობას


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
 

EUobserver-ი: ლუკაშენკას დავალებით კაგებე გეგმავდა ოპონენტების მკვლელობას

3 საათის წინ

ალიაქსანდრ ლუკაშენკა. 30 დეკემბერი, 2020 წ.

 

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ჯერ კიდევ 8 წლის წინ გეგმავდა საზღვარგარეთ მყოფი ოპონენტების, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის, მკვლელობას. ამის შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს გაავრცელა საინტერნეტო გამოცემა EUobserver-მა.

გამოცემის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული 24-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელშიც სხვადასხვა თავდასხმის მზადებაზეა საუბარი, 2012 წლის აპრილშია გაკეთებული, ხოლო ჩანაწერში, სავარაუდოდ, უნდა ისმოდეს ბელარუსის მაშინდელი უშიშროების კომიტეტის უფროსის, ვადიმ ზაიცევისა, და სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ წარმომადგენელთა ხმები.

ბელარუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს.

გამოძიების ვერსიით, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყანაში საპროტესტო მღელვარების პროვოცირებას. უფრო ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ჯგუფის მიზანი იყო შერემეტის მოკვლით უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“.

 

„პრეზიდენტი ელოდება ამ ოპერაციას“

 

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, გამოცემა Euobserver-ს აუდიოჩანაწერი გადასცა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ რაზმ „ალმაზის“ მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, უფროსმა ლეიტენანტმა იგორ მაკარმა,

ხოლო ბელარუსის კაგებეს ყოფილი უფროსი, ზაიცევი, ამჟამად სათავეში უდგას კომპანია Cosmos TV-ს, რომელიც ტელევიზიებსა და ინტერნეტკომპანიებს უწევს მომსახურებას.

აუდიოჩანაწერში, რომელიც ფარული მოწყობილობით არის გაკეთებული 2012 წლის აპრილში, ზაიცევი თავის ოფისში, მინსკში, ინსტრუქტაჟს უნდა უტარებდეს ბელარუსის კაგებეს ელიტურ ანტიტერორისტულ ქვედანაყოფ „ალფას“ თანამშრომლებს.

ჩანაწერის მიხედვით, განიხილება ასევე ჟურნალისტ პაველ შერემეტის მოკვლის მეთოდი. ბელარუსი მინისტრი იძლევა დავალებას, რომ ააფეთქონ იმხანად რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და, თანაც, საზოგადოების თვალწინ, საჯარო ადგილზე.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შერემეტზე, ის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. პრეზიდენტი (ლუკაშენკა) ელოდება ამ ოპერაციას. ჩავუდებთ რაიმეს ისე, რომ ამ ვირთხის...ხელები და ფეხები ვერ აკრიფონ...“ - ისმის ჩანაწერში ზაიცევის ხმა.

ექსპერტებმა ჯერჯერობით საბოოლოდ ვერ დაადგინეს აუდიოჩანაწერის ნამდვილობა.

„ტექნიკური თვალსაზრისით, ხმის ხარისხი ძალიან ცუდია იმისათვის, რომ ჩატარდეს ბიომეტრიული ანალიზი მოსაუბრის ამოსაცნობად. გარდა ამისა, ჩანაწერიდან ამოღებულია ციფრული ხელმოწერა, რომელსაც შეეძლო კაგებეს წყაროს იდენტიფიცირება“, - განაცხადა Euobserver-ში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას კატალინ გრიგორასმა, აშშ-ის კოლორადოს ინსტიტუტში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დირექტორმა.

 

მმართველი ელიტის სამსახურში...

 

გამოცემა Euobserver-ის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი ოპონენტების ლიკვიდაციის ოპერაციისათვის ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თითქოს გამოყო 1,5 მილიონი დოლარი. არასასურველ პირთა მოშორების მიზნით განიხილებოდა როგორც აფეთქება, ისე მოწამვლა და ასევე ავარიის მოწყობა.

ბელარუსის რეჟიმისათვის ასეთ არასასურველ პირთა შორის იყვნენ მინსკის საგამოძიებო იზოლატორის ყოფილი უფროსი, ოლეგ ალკაევი, მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური, ვლადიმირ ბარადაჩი, და ანტიკორუფციული სამმართველოს უფროსის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, ვიაჩესლავ დუდკინი.

ოლეგ ალკაევი, საგამოძიებო იზოლატორის ყოფილი უფროსი, ავტორია წიგნისა „გასროლა“. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2012 წელს ბერლინის პოლიციამ დაცვა შესთავაზა, რადგან მოიპოვა ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის გეგმის თაობაზე.

„მე ვიცოდი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ თემებზე, კერძოდ, იგორ მაკარი. დიდი მადლობა მას, რომ მოჰფინა შუქი ამ საიდუმლოს და დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან რეაქცია იქნება შესაბამისი, რადგან ჩვეთან რესპუბლიკის მეთაური (ლუკაშენკა) ყოველთვის კადრს მიღმა რჩებოდა: მან არ იცოდა, მას არ აწვდიდნენ ინფორმაციას, მას მუდამ ატყუებდნენ. დღეს კი გვაქვს ინფორმაცია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს შევიტანოთ ეჭვი მისი სიტყვების გულწრფელობაში, რადგან კაგებე ყოველთვის მმართველი ელიტის, კონკრეტულად კი, ქვეყნის პირველი პირის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, - განაცხადა ალკაევმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან ინტრევიუში.

ალკაევი მისი მოშორების განზრახვას იმით ხსნის, რომ იგი მთავარი მოწმეა ცნობილი ბელარუსი ოპოზიციონერების გაუჩინარებისა და მათი სავარაუდო მკვლელობის იდუმალებით მოცულ საქმეში. ალკაევი იმედოვნებს, რომ Euobserver-ის მიერ ზემოხსნებული ფარული აუდიოჩონაწერის გამოქვეყნების შემდეგ საერთაშორისო დონეზე დაიწყება გაუჩინარებულთა საქმეების გამოძიების ახალი ეტაპი.

ბელარუსის ხელისუფლებას ქვეყნის კაგებეს ყოფილი უფროსის მონაწილეობით გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერზე კომენტარი არ გაუკეთებია.

EUobserver-ში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას უკრაინის ნაციონალურ პოლიციაში განაცხადეს, რომ საგარეო დაზვერვის დახმარებით მათ გასული წლის დეკემბერში მიიღეს 2012 წლით დათარიღებული დოკუმენტები და აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიებას შეიძლება პაველ შერემეტის მკვლელობაში ბრალდებულთა წრის დადგენაში დაეხმაროს.

  • ბელარუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მასზე თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისათვის პოლიციამ დააპატიმრა დონბასში საბრძოლო მოქმედებების მოხალისე, ქირურგი იულია კუზმენკო, ასევე ვეტერანი და მუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა, იანა დუგარი.
  • გამოძიების ვერსიით, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყანაში საპროტესტო მღელვარების პროვოცირებას. უფრო ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ჯგუფის მიზანი იყო შერემეტის მოკვლით უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“.
  • ეჭვმიტანილები წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ. კუზმენკო და ანტონენკო პატიმრობაში იმყოფებიან. დუგარი ამჟამად თავდებით არის გათავისუფლებული.
  • შარშან, 20 მაისს, ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის „სერიოზული საკადრო დასკვნებისთვის“ იმ შემთხვევაში, თუ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები უდანაშაულოები აღმოჩნდებიან

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
 

ბელარუსი ყოფილი მაღალჩინოსანი, სკანდალური აუდიო ჩანაწერის სინამდვილეს ადასტურებს

05 იანვარი, 2021

d245969b-514f-4df9-bfa0-4747ddcd7c09_w10

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა 2012 წელს გაკეთებული აუდიო ჩანაწერის სინამდვილე, რომელშიც სავარაუდოდ, ლუკაშენკოს რამდენიმე მოწინააღმდეგის გერმანიაში მკვლელობის გეგმაზე საუბრობენ.

იჰარ მაკარმა, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრ-ტერორისტული ქვედანაყოფის მეთაურის ყოფილმა მოადგილემ თქვა, რომ ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბელარუსის უშიშროების სამსახურის, “კგბ”-ს ყოფილი უმაღლესი ოფიცრის ხმა ისმის - “სრულიად ნამდვილია”.

მაკარმა “რადიო თავისუფლების” რუსულენოვან მედია ქსელ “მიმდინარე დროს”, რომელიც “ამერიკის ხმასთან” თანამშრომლობით მაუწყებლობს, უთხრა: “მაქვს იმის 100 პროცენტიანი მტკიცებულება, რომ ჩანაწერი ნამდვილია. პირველ რიგში, ჩანაწერმა გაიარა აუდიო ექსპერტიზა, მეორე, ჩემი ანონიმური წყარო, რომელიც უშუალოდ ესაუბრა იმ პირებს, ვისი ხმაც ამ ჩანაწერში ისმის, რომელმაც ჩაწერილი საუბრის ყველა დეტალი იცის და სასამართლოში ჩვენების მიცემა შეუძლია.

 

ინტერნეტ გამოცემა “იუობსერვერმა” 4 იანვარს გამოაქვეყნა ჩანაწერის დეტალები და განაცხადა, რომ ის იყო 2012 წელს, ბელარუსის “კგბ”-ს მიერ გეგმების განხილვა, მოეკლათ ლუკაშენკოს ოთხი მოწინააღმდეგე.

ახალი სამხილები გამოჩნდა იმ დროს, როდესაც ლუკაშენკო, რომელიც ხელისუფლებაში 1994 წლიდანაა, უკვე თვეების განმავლობაში, მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული პროტესტების წინაშეა. პროტესტები 2020 წლის აგვისტოში გამართული საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს.

არჩევნების შემდეგ, მთავრობის მიერ გატარებული სადამსჯელო ქმედებების დროს თითქმის 30 ათასი ადამიანი დააკავეს და ასობით ადამიანს დაკავების ადგილებში და ქუჩებში სცემეს.

ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარებაზე უარს ამბობენ და მის და ბელარუსის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

მაკარმა “მიმდინარე დროს” უთხრა, რომ აუდიო ჩანაწერის ასლი “იუობსერვერს” მან მიაწოდა და ჩანაწერში არსებული ხმა, ბელარუსის “კგბ”-ს მაშინდელ თავმჯდომარეს, ვაძიმ ზაიცაუს ეკუთვნის.

ითქვა, რომ ჩანაწერში ზაიცაუ თათბირს უტარებს “კგბ”-ს საგანგებო ელიტურ კონტრ-ტერორისტულ ქვედანაყოფ - “ალფა ჯგუფს”. საუბარი ეხება იმ დროს გერმანიაში მცხოვრებ, ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე სამი პირის მკვლელობებს. ისინი არიან: ალეჰ ალკეიუ - ციხის ყოფილი დირექტორი, ულაძიმერ ბარადაში - პოლიციის სპეც-რაზმის ყოფილი მეთაური და ვიაჩასლაუ დუდკინი - ანტი-კორუფციული პოლიციის ყოფილი უფროსი.

ჩანაწერი ასევე შეიცავს ლუკაშენკოს კრიტიკოსის, ბელარუსული წარმოშობის რუსი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის მკვლელობაზე მსჯელობას.

ალკეიუზე, ბარადაშზე და დუდკინზე თავდასხმა არ მომხდარა, მაგრამ, ანგარიშის თანახმად, გეგმის განხილვისას, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მასალების და საწამლავების გამოყენებაზე მსჯელობდნენ.

მოგვიანებით, 2016 წელს, შერემეტი კიევში, მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის პოლიციამ 4 იანვარს განაცხადა, რომ ახალ დოკუმენებს და ჩანაწერებს იკვლევს და მათი დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს ეჭვი იმაზე, რომ შერემეტის სიკვდილში ბელარუსის “კგბ” იყო ჩარეული.

უკრაინაში, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი უკრაინელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლებამ მკვლელობის დამკვეთი ვერ დაადგინა. ეჭვმიტანილები დანაშაულს არ აღიარებენ.

მაკარმა თქვა: “ჩანაწერი ჩემი ანონიმური წყაროსგან 2012 წელს მივიღე. ამ ჩანაწერით მაშინვე არაფრის გაკეთება არ მიცდია, რადგან იმ დროს ბელარუსში ვითარების შეცვლა შეუძლებელი იყო. რამე რომ გამეკეთებინა, მეტი ალბათობით ჩემი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდებოოდა. თუმცა, ჩანაწერში ჩემი ახლო მეგობრის, ალეჰ ალკეიუს სახელი მოვისმინე და ამის გამო დახმარებისთვის შეერთებულ შტატებს მივმართე. რამდენადაც მაშინ გავიგე, შეერთებულმა შტატებმა დახმარება გაუწია, რადგან გერმანიის პოლიციამ ალკეიუს მცველები შესთავაზა და გააფრთხილა გერმანია არ დაეტოვებინა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.”

მაკარის თანახმად, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა, იმ დროს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს, რომ იცოდნენ მინსკის გეგმების შესახებ,საზღვარგარეთ მყოფი ლუკაშენკოს ოპონენტები მოეკლა და ბელარუსის ხელისუფლებას დაჟინებით ურჩიეს, ამაზე ხელი აეღო.

მაკარმა თქვა, რომ ამის შემდეგ ლუკაშენკომ ზაიცაუ თანამდებობიდან მოხსნა.

მან ასევე თქვა, რომ აქვს მტკიცებულება მინსკის გეგმების შესახებ, მოაწყოს ლუკაშენკოს ხმამაღალი კრიტიკოსის, რუსი პოლიტიკური მიმომხილველის, ანდრეი სუზდალცევის მკვლელობა, რომელიც 2006 წელს “პრესონა ნონ გრატად” გამოაცხადეს და ბელარუსიდან გააძევეს.

მაკარმა თქვა, რომ ჩანაწერში სუზდალცევის მკვლელობის გეგმაზე საუბარი არ არის, თუმცა მის წყაროს შეუძლია სასამართლოში ჩვენება მისცეს და ეს დაადასტუროს. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ საქმეზე რეაგირებას მოახდენს. რეაგირებას მოახდენს მსოფლიო საზოგადოება, განსაკუთრებით ევროპა და ამერიკა. “ვფიქრობ, შევძლებთ ჩვენს სამშობლოში, ბელარუსში ამ დიქტატორული რეჟიმის დამარცხებას” - თქვა მაკარმა. მან იქვე დაამატა, რომ ის და მისი მხარდამჭერები შეეცდებიან საქმე ჰააგის სასამართლოში მიიტანონ.

"იუობსერვერის” მასალაში ნათქვამია, რომ ექსპერტმა ნატოს ქვეყნიდან ინერნეტ-გამოცემას დაუდასტურა, რო ჩანაწერში არსებული ხმა ზაიაცუს ხმას ძალიან ჰგავდა.

ნატოს წევრი ქვეყნის დაზვერვის სამსახურის კონტაქტმა, რომელიც ზაიაცუს იცნობს და გამოცემის თხოვნით აუდიო ჩანაწერი შეამოწმა, თქვა: “იგივე კაცის ხმას ჰგავს”.

ალკეიუმ დაწერა წიგნი სათაურით: “მსროლელი ბრიგადა”, რომელშიც ლუკაშენკოს “დამსჯელი ქვედანაყოფების” დეტალები გაამხილა. მან “რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას” ასევე უთხრა, რომ 2012 წელს, მას ბერლინში პოლიციამ მცველების მიჩენა შესთავაზა და უთხრეს რომ ჰქონდათ ინფორმაცია ბელარუსის “კგბ”-ს მიერ მისი მოკვლის შესაძლო გეგმის შესახებ. ალკეიუს თანახმად, ლუკაშენკოს რეჟიმს შეეძლო სამიზნედ მისი შერჩევა, რადგან ის 1999-2000 წლებში, რამდენიმე პოლიტიკური ფიგურის გაუჩინარების საქმეში საკვანძო მოწმე იყო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share