Jump to content
×
×
  • Create New...

ისრაელი მოქალაქეებს მოუწოდებს თავი აარიდონ საქართველოში, აზერბაიჯანსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში მოგზაურობას


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-d4d511b7c4aff0bb14fc2e5c84f2ca01.jpeg

ისრაელის მთავრობა შიშობს, რომ მისი მოქალაქეები, შესაძლოა, ირანის მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდნენ. ამ შეშფოთების საფუძველ გასულ კვირას, ირანელი ბირთვული სფეროს მეცნიერის მკვლელობის შემდეგ, თეირანის მიერ გავრცელებული მუქარებია.  "იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ირანის ოფიციალური პირებისგან მოდის მუქარები და იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში, ირანელი აგენტები ტერორისტულ შეტაკებებში იყვნენ გარეული სხვადასხვა ქვეყანაში, არსებობს ეჭვი, რომ ირანი ეცდება ისრაელის მოსახლეობის წინააღმდეგ იმოქმედოს", ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გაავრცელა.  ისრაელის მთვარობა მოუწოდებს თავის მოქალაქეებს ირანისგან მომავალი საფრთხის გამო თავი აარიდონ მის მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობას. სიაში საქართველოსთან ერთად შედის აზერბაიჯანი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი.  მოსენ ფახრიზადე ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერი იყო. ის 27 ნოემბერს თეირანის შემოგარენში მოკლეს. მკველობაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ირანი ბრალს ისრაელს და საუდის არაბეთს დებს.  ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის, აიათოლას მთავარმა მრჩეველმა თქვა, რომ ირანს ექნება "გათვლილი და გადამწყვეტი" პასუხი.  ისრაელის მხარე უარს ამბობს გააკეთოს რამე კომენტარი მეცნიერის მკველობაზე, ხოლო საუდის არაბეთი ამ საქმესთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share