ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში 40 აქტიური მინდვრის ხანძრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 28 კერა ჩააქრეს და ორი კი ლოკალიზებულია. სამსახურის ცნობით, დარჩენილია ათი კერა, რომელზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სამუშაოებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90 კაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. სამსახურის განცხადებით, მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა