Jump to content
×
×
  • Create New...

პუტინმა ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან და დანარჩენ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის საკითხებში ახალი წარმომადგენელი დანიშნა


Recommended Posts

rssImage-68cdcfa5ed5aac1c37446a9940273fc7.jpeg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან, ასევე საქართველოს და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად მიხეილ პეტრაკოვი დაინიშნა. პეტრაკოვამდე ამ თანამდებობას იგორ ბრაჩიკოვი იკავებდა, რომელმაც ამ პოსტზე მუშაობა 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. ბრაჩიკოვი 2020 წლის დეკემბერში სლოვაკეთში რუსეთის ელჩად დაინიშნა. "სპეციალურ წარმომადგენელს დაევალა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთთან", ნათქვამია დოკუმენტში. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ქართულ მედიაში 3 იანვარს გავრცელებული საგარეო უწყების კომენტარის თანახმად, რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება უკანონოდ ითვლება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე ამბობენ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში იქამდე ვერ დადგება, სანამ მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებს და ოკუპაციას არ შეწყვეტს.

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share