Jump to content
×
×
  • Create New...

რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილი არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-93bae1efabe136a31ac75b468510028e.jpeg

100-ზე მეტი რესპუბლიკელი კონგრესმენი და ათამდე სენატორი ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს მიერ საარჩევნო კოლეგიის ხმების სერტიფიცირების დაბლოკვას გეგმავს. ოთხშაბათს, 6 იანვარს კონგრესმა ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები. ეს საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურების ბოლო ნაბიჯია. ამის შემდეგ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა შედგეს.  ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა ხმები ასე გადანაწილდა: 306 ხმა - 232-ის წინააღმდეგ. 306 ხმით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი ცნეს. 6 იანვარს კი ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ეს შედეგი ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს. მაგრამ ბაიდენის გამარჯვებას და ამ შედეგებს რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს მცირე უმრავლესობა აქვთ, სენატს კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ. თუმცა რესპუბლიკელ სენატორთა მხოლოდ მცირე ნაწილი უჭერს მხარს არჩევნების შედეგების დაბლოკვის მცდელობას. რესპუბლიკელთა ნაწილი მოუწოდებს თანაპარტიელებს არ მიიღონ მონაწილეობა ამ უშედეგო მცდელობაში.  დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს კვლავ არალეგიტიმურად მიიჩნევს და ამ შედეგების გაპროტესტების მცდელობას იწონებს. მისი გუნდის საჩივრების უმეტესობა სხვადასხვა შტატში სასამართლოებმა არ დაამტკიცეს, ხარვეზების შესახებ ცნობები დაუსაბუთებლად იყო მიჩნეული, მოწოდებები კი გადათვლისა თუ ამა თუ იმ შედეგის ბათილად ცნობის შესახებ ზოგ შემთხვევაში ადგილობრივმა ხელისუფლებამაც უარყო. მისი ორი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.  თუკი ამ დრომდე არსებული შედეგები კონგრესში ოფიციალურად დამტკიცდება, ტრამპი ამერიკის 245-წლიანი საპრეზიდენტო ისტორიის განმავლობაში მეხუთე პრეზიდენტი გახდება, რომელიც მეორე ვადით აღარ აირჩიეს. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 27 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)