Jump to content
×
×
  • Create New...

„ხორავას ქუჩის საქმეზე" მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპატიმრო სასჯელი შეუცვალეს 


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-b7e1929784d8bcf948143c4f4f28d60f.jpeg

დავით სარალიძე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესცენტრიდან რადიო თავისუფლებას წერილობით უპასუხეს, რომ მას საპატიმრო სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით.    „სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე. გ. ჯ. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2020 წლის 30 დეკემბერს. ინფორმაციისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით 2020 წლის განმავლობაში დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალა 408 მსჯავრდებულს", - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.  თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.  2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშია მსჯავრდებული იყო დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას მიუსაჯეს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჯანაშიას განაჩენი უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 28 იანვარს გამოაცხადა. მასთან გააფორმეს საპროცესო შეთანხმება. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი პატიმრობიდან, საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოეხადა, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაუთვალეს. მისჯილი წლებიდან იმდროისთვის ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა. ამიტომ მას პენიტენციური დაწესებულება 2021 წელს უნდა დაეტოვებინა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   23 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 22 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(3)
    • Googlebot(1)