Jump to content
×
×
  • Create New...

სადეპუტატო მანდატების გაუქმება: რატომ დააკმაყოფილა „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებები ურიგოდ


Recommended Posts

rssImage-3bb9b451ec02f8d6ed731528674ceed4.png

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა ყველა სხვა ოპოზიციონერზე გვიან მოითხოვეს, მაგრამ განცხადებები პარლამენტმა ყველაზე ადრე დაუკმაყოფილა „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველ სამეულს - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. 4 იანვრის შემდეგ მათ ოფიციალურად შეუწყდათ დეპუტატის უფლებამოსილება. პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ადგილები შესაძლოა "ადგილმონაცვლე პირებმა" დაიკავონ მათივე საარჩევნო სიიდან. რატომ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციონერების მანდატების გაუქმება „პატრიოტთა ალიანსით“? რატომ არ აუქმებს „ქართულ ოცნება“ სხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატთა უფლებამოსილებებს? დაარღვია თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ კანონი, როგორც ამას „პატრიოტთა ალიანსში“ და სხვა ოპოზიციური პარტიებში ფიქრობენ?            გაუქმებულია... გაუქმებულია  როგორც აწ უკვე ყოფილი დეპუტატი, გოჩა თევდორაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას - არ იყო გამორიცხული, თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებოდა, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები დროებით მაინც შესულიყვნენ „არალეგიტიმურ“ პარლამენტში - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე სამუშაოდ. მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ 4 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, მათ ამის თეორიული შანსიც აღარ დარჩათ. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს და მათ შორის ირმა ინაშვილს,  სადეპუტატო მანდატები უკვე გაუუქმდათ. გოჩა თევდორაძე ასევე გვეუბნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი დაარღვია, რადგან 4 იანვარს, უქმე დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე შერჩევითად მიუდგა „პატრიოტთა ალიანსს“, სხვა 51 ოპოზიციონერ დეპუტატზე გვიან შეტანილი განცხადებები დაუკმაყოფილა და მანდატები სასწრაფო წესით გაუუქმა. „ჩვენი განცხადებების შეტანამდე ერთი კვირით ადრე შეიტანეს სხვა პარტიების წარმომადგენლებმა განცხადებები. გადაფიქრების უფლება მათ 7 დღის განმავლობაში ჰქონდათ. უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭირო პროცედურას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განცხადების მიღებიდან მე-8 დღეს იწყებს და მე-15 დღეს ასრულებს... ჩვენს შემთხვევაში ეს 15 დღე არ გასულა... სხვა პარტიებისთვის კი ეს ვადა დიდი ხანია გავიდა... კანონი დაარღვიეს ალბათ იმის გამო, რომ ისევ კოჰაბიტაციაში იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათთან დაკავშირებულ პარტიებთან, თორემ სხვა ახსნა ამას არა აქვს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გოჩა თევდორაძე. როდის შეიტანეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განცხადებები პარლამენტში? პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს 21 დეკემბერს მიმართეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ განცხადება არ დაუწერია ოთხიდან ერთ დეპუტატს და კერძოდ - პარტიული სიის მეოთხე ნომერს - ავთანდილ ენუქიძეს. შემდეგ მან ღიადაც განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას აპირებს. ენუქიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი არ არის და პარტიაში მას მხოლოდ მსხვილ დამფინანსებლად მოიხსენიებენ. სხვა ოპოზიციური პარტიების 51-მა დეპუტატმა პარლამენტში განცხადებები შემდეგი თანმიმდევრობით შეიტანა: 14 დეკემბერს - „ლეიბორისტული პარტია“ - 1 დეპუტატი; 16 დეკემბერს - „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი - 36 დეპუტატი; 16 დეკემბერს - „ევროპული საქართველო“ - 5 დეპუტატი; 16 დეკემბერს - ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4 დეპუტატი; 16 დეკემბერს - „ლელო“ - 4 დეპუტატი; 17 დეკემბერს - „გირჩი“ - 1 დეპუტატი (ზურაბ ჯაფარიძე).   რას გვეუბნება კანონი? დეპუტატისთვის უფლებამოსილების პირადი განცხადების საფუძველზე შეწყვეტას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტია და რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და მუშაობის წესს. რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 და მე-12 პუნქტებში წერია, რომ ამა თუ იმ დეპუტატის განცხადებაზე ჯერ მარტო დასკვნის მომზადებას შესაძლოა,15 დღე დასჭირდეს: უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ, დეპუტატს ეძლევა 7 დღე. ამ ვადაში შეუძლია გადაიფიქროს და - „გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება“; პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას“; ეს დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში; პარლამენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი; ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, კენჭისყრა დაუშვებელია პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. აქვე ვხვდებით ჩანაწერს, რომ „ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა“. შესაბამისად თუ დავთვლით, „პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევაში, განცხადებების შეტანის შემდეგ, 8 სამუშაო დღეა გასული. სხვა პარტიების შემთხვევაში კი - 11 და 13 სამუშაო დღე. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ხათუნა გოგორიშვილი ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი დაარღვია, რადგან თანმიმდევრობა არ დაიცვა. თუმცა გოგორიშვილი ამ ყველაფრის უკან განსხვავებულ მიზანს ხედავს. „მართალია, (პარლამენტის რეგლამენტში) არ არის ჩანაწერი რიგითობის დაცვის შესახებ, მაგრამ არის ნორმა, რომ საკითხის განხილვა იწყება დეპუტატისთვის მოსაფიქრებლად მიცემული 7 დღიანი ვადის შემდეგ... ეს კი აჩენს სამართლებრივ ლოგიკას, რომ 7 დღეში უნდა დაიწყოს განხილვის პროცედურა; ანუ გავიდა 7 დღე - განიხილე; გავიდა 7 დღე - განიხილე და ასე შემდეგ... ამ ლოგიკით პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები თანმიმდევრობით უნდა განეხილა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ეგ არ აინტერესებს... ისინი კანონის დარღვევაზე წავიდნენ იმიტომ, რომ პარლამენტში ვიღაც მაინც შეიყვანონ... მაგრამ რამდენიმე ადამიანის შესვლა, აბსოლუტურად არაფერს შეცვლის“ - გვეუბნება ხათუნა გოგორიშვილი. კანონის დარღვევაზე ლაპარაკობენ „ლეიბორისტულ პარტიაშიც“. როგორც გიორგი გუგავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, „პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც სამართლებრივ ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული და არაფერი მართლდება იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის რამენაირად გამრავალფეროვნებას ჩქარობს". რას ამბობს "ქართული ოცნება"? „პატრიოტთა ალიანსის“ საკითხზე საუბრისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტით გზა პარლამენტში შესვლის მსურველებს გაუხსნეს. „რამდენიმე წევრს სიიდან აქვს სურვილი, რომ იმ შემთხვევაში თუ „პატრიოტთა ალიანსის“ ეს პირველი სამი ადამიანი გავა, მათ დაიკავონ მათი ადგილები ადგილმონაცვლეობის პრინციპიდან გამომდინარე. რაც შეეხება სხვა წევრებს, რა თქმა უნდა, მათი საკითხის განხილვაც იქნება დადგენილ ვადებში და ამავდროულად, ჩვენ ვითვალისწინებთ იგივე მოლაპარაკებების ფორმატს, ელჩების რეკომენდაციასაც და ვაძლევთ პოლიტიკურ პროცესს გარკვეულ ფორმატს, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი“ - ირაკლი ქადაგიშვილი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. „პატრიოტთა ალიანსს“ არა აქვს რეგისტრაციიდან მოხსნილი საარჩევნო სია, რაც აძლევს შესაძლებლობას პირებს, თუკი ისინი გადაწყვეტენ რომ გახდნენ უფლებამონაცვლეები, შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში. ყველა სხვა პარტიას, რომელთა წარმომადგენლებმაც განცხადებები დაწერეს, მათ რეგისტრაციიდან მოხსნილი აქვთ სია. ეს არსებითად განსხვავებული მიდგომაა და ერთნაირი მიდგომა ვერ გავრცელდებოდა ყველაზე და არ იქნებოდა სწორი“ - ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.   სადეპუტატო მანდატების გაუქმების პროცესის გარკვეული გაჭიანურება 4 იანვარს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს დაუკავშირა „ქართული ოცნების“ კიდევ არაერთმა წარმომადგენელმა. მაგალითად, დავით სერგეენკომ თავის კომენტარში „მოცდის პერიოდები“ ახსენა, ხოლო გიორგი კახიანმა - ფრთხილ დამოკიდებულებაზე ილაპარაკა. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, როდის გაიმართება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. მორიგ შეხვედრაზე, რომლის გამართვაც 10 დეკემბრის შემდეგ ჭიანურდება, ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებულ კომპრომისს ელოდება. ვინ შეიძლება შევიდეს პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ნაცვლად? ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები პარლამენტში შესაძლოა დაიკავონ „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიულ სიაში მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებად წარდგენილმა პირებმა - ზაზა (გელა) მიქაძემ; ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა. ამის საშუალებას ის ფაქტი იძლევა, რომ პარტიული სიის სხვა 125 წარმომადგენლის მსგავსად, მათ პირადი განცხადებით არ მოუმართავთ ცესკოსთვის რეგისტრაციდან მოხსნის თაობაზე და შესაბამისად - უარი არ უთქვამთ ადგილმონაცვლეობაზე. და ბოლოს - პარტიის დაფინანსების საკითხი თუკი პარლამენტში პარტიის ოთხივე დეპუტატის ადგილი შეივსება, „პატრიოტთა ალიანსი“ აღარ მოექცევა იმ პარტიების ნუსხაში, რომლებსაც შესაძლოა შეეხოთ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში არშემსვლელი პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. გოჩა თევდორაძე გვეუბნება, რომ დაფინანსება ამ შემთხვევაში პარტიის ინტერესი არ არის, რადგან „გაყალბებული არჩევნების გზით დაკომპლექტებული, არალეგიტიმური პარლამენტი დიდხანს არსებობას მაინც ვერ შეძლებს“.

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share