ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 ბრიტანელმა მოსამართლემ უარყო აშშ-ის მოთხოვნა ვიკილიკსის დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟის ექსტრადაციის თაობაზე, რათა მას წარდგენოდა ბრალდებები აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გასაჯაროებისთვის. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ასანჟის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეშფოთების საფუძველზე მიიღო. ლონდონელმა მოსამართლემ, ვანესა ბარაისტერმა 4 იანვარს წარმოადგინა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ ასანჟის ფიქრების შესახებ და განაცხადა: "საერთო ჯამში, იქმნება დეპრესიაში, და ზოგჯერ სასოწარკვეთაში მყოფი კაცის შთაბეჭდილება, რომელსაც მომავალი აშინებს". აშშ-ს მთავრობა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რაც სავარაუდოდ კიდევ მეტ იურიდიულ პროცედურას მოიტანს 49 წლის ასანჟის ათწლიან საგაში, რომელსაც ასანჟის მომხრეები მედიის თავისუფლების საკითხად აღიქვამენ. აშშ-ში ასანჟს ემუქრება ჯაშუშობის 17 ბრალდება და ერთი ბრალდება კომპიუტერის არამართებულად გამოყენების გამო, ვიკილიკსით ათასობით სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტის გამოქვეყნებისთვის 2010 და 2011 წლებში. მისი ადვოკატების თქმით, ის შესაძლოა 30-დან 40 წლამდე ვადით მოხვდეს ციხეში, თუმცა პროკურორები აცხადებენ, რომ მას მხოლოდ ხუთ წლამდე პერიოდით თუ ემუქრება პატიმრობა. ასანჟი ლონდონში დააპატიმრეს, აშშ-ის თხოვნით, მას შემდეგ, რაც ის 2019 წლის აპრილში გამოაძევეს ეკვადორის საელჩოდან, რომელსაც 2012 წლის შემდეგ აფარებდა თავს - ანუ მას მერე, რაც მას ეკვადორმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა