ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის აღსანიშნად ამერიკაში "ვირტუალური" აღლუმი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ცერემონია კორონავირუსის პრევენციისთვის საჭრო ზომების დაცვით უნდა ჩატარდეს. 20 იანვარს, კაპიტოლიუმის გარეთ ფიცის დადების შემდეგ ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე დაგ ემჰოფი სოციალური დისტანციის დაცვით ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს კაპიტოლიუმის საპირისპირო მხარეს, სამხედრო ტრადიციის შესაბამისად მოხდება და ბაიდენი ოფიციალურად შეამოწმებს ამერიკის სამხედროების მზაობას. ბაიდენი ასევე საპატიო ესკორტით გაემართება თეთრი სახლისკენ. მას ამერიკული ჯარის ყველა შემადგენლობის წარმომადგენელი გააცილებს. ორგანიზატორების თქმით, ეს ცერემონიაც სოციალური დისტანციის წესების დაცვით მოხდება, თუმცა ამერიკელი ხალხი მაინც ნახავს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის ყველა პროცედურას თეთრ სახლში მისვლამდე. დიდი ხალხმრავლობა კი თავიდან იქნება აცილებული. ბოლო დღეების განმავლობაში თეთრი სახლის წინ მუშებმა საინაუგურაციო აღლუმის საყურებელი პლატფორმების დემონტაჟი დაიწყეს. ძალაუფლების გადაცემის საკითხებზე მომუშავე გუნდის წევრები კი აგრძელებენ ღონისძიებების მეტწილად ვირტუალურ სივრცეში დაგეგმვას. ორგანიზატორების თქმითვე, ცერემონიებს შორის ვირტუალური აღლუმიც შედგება, რომელიც "ამერიკელ გმირებს" მიაგებს პატივს და ამერიკის მრავალფეროვნების, მემკვიდრეობისა და გამძლეობის აღსანიშნად იქნება გამართული. აღლუმი სატელევიზიო ეთერით გადაიცემა და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამერიკის სხვადასხვა ადგილიდან მრავალფეროვანი და დინამიკური პერფორმანსი იქნება წარმოდგენილი. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა