Jump to content
×
×
  • Create New...

წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ისევ ნენსი პელოსი აირჩიეს


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-f93e867b6889e58d838d2baed5a28dd4.jpeg

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ნენსი პელოსი მეოთხედ აირჩიეს. წელს, პალატაში მცირე უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ. "როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო ამ წმინდა განახლების რიტუალის მონაწილე მაშინ, როდესაც დემოკრატიის ტაძრის ჭერქვეშ შევიკრიბეთ, რათა 117-ე კონგრესი დაიწყოს", თქვა პელოსიმ.  დემოკრატიული პარტიის წევრი კალიფორნიიდან, ამერიკის ისტორიაში ერთადერთი ქალი სპიკერია. ის თავის პარტიას წარმოადგენელთა პალატაში 2003 წლიდან ხელმძღვანელობს.  კვირას, კენჭისყრის დროს მან 216 ხმა მიიღო. ორმა დემოკრატმა ხმა სხვა კანდიდატს დაუჭირა, რამდენიმემ კი ვერ მიიღო მონაწილეობა კორონავირუსის დიაგნოზისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო.  დემოკრატებს წლევანდელ პალატაში ძალიან მცირე უპირატესობა აქვთ. 117-ე კონგრესში მათ 222 წარმომადგენელი ჰყავთ, ხოლო რესპუბლიკელებს 211.  პელოსიმ ახალი კონგრესის სესია კვირას გახსნა და კანონმდებლებს თავიანთი როლის მნიშვნელობა შეახსენა კორონავირუსის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან ბრძოლაში. თავის სიტყვით გამოსვლაში, პელოსიმ, ასევე პატივი მიაგო ელაია ქამინგს და ჯონ ლუისს, წარმომადგენლებს, რომლებმაც ათეულობით წელი იმუშავეს კონგრესში და იბრძოდნენ ადამიანის უფლებებისთვის. ქამინგსი 2019, ხოლო ლუისი 2020 წელს გარდაიცვალნენ. 2020 წელს გარდაიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგიც, რომლის ხსოვნასა და საქმიანობასაც პელოსიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში პატივი მიაგო. ახალ კონგრესს ბევრ გამოწვევასთან მოუწევს გამკლავება, მათ შორის პრიორიტეტული კი პანდემიის დამარცხება იქნება, რომელმაც 350,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამერიკაში და დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა.  80 წლის პელოსიმ, გააკეთა მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ 2-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს წარმომადგელეთა პალატის სპიკერობაზე. ეს 2018 წელს დემოკრატიულ პარტიასთან დადებული შეთანხმების ნაწილია. მაშინ პარტიას სურდა, რომ პელოსის საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა, რაც მან არ გააკეთა. 

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share