ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 4 იანვარს ბრაილის შრიფტის მსოფლიო დღე აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოსცა, რომელიც საჩუქრად გადაეცემა საქართველოს უსინათლოთა კავშირს. პრეზიდენტის მრჩეველმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისმა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელ პირებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ონლაინშეხვედრა გამართა. „ბრაილის შრიფტით საქართველოს კონსტიტუციის გამოცემა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათ საჭიროებებზე ზრუნვასთან დაკავშირებით ატარებს. დღეს ჩვენთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად გავიარეთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც მათ აწუხებთ და დავსახეთ შესაბამისი აქტივობები“, - განაცხადა სიმონ პეტრიდისმა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა