Jump to content
×
×
  • Create New...

ირანი აცხადებს, რომ მიწისქვეშა ბირთვულ ნაგებობაში ურანით გამდიდერება განაახლა


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-648692f268aadc49d5eeba7f9d5de68b.jpeg

ირანის მთავრობის განცხადებით, ქვეყანამ მიწის ქვეშ მდებარე ფორდოს ობიექტზე, ურანით გამდიდრება 20 პროცენტით განაახლა. ეს მნიშვნელოვნად აჭარბებს გამდიდრების დასაშვებ ზღვარს, რომელიც ირანს 2015 წელს, საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებით დაუწესდა. თეირანმა ნელ-ნელა შეამცირა ხელშეკრულების პირობების შესრულება, მას შემდეგ, რაც 2018 წელს, შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა აშშ და ირანს აღუდგინა მკაცრი სანქციები. მთავრობის პრესმდივანმა, ალი რაბიეიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ფორდოს ობიექტზე ამ სამუშაოს დაწყების ბრძანება პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ გასცა. ეს არის ირანის მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებას. იმ ხელშეკრულებით ირანს შეუმსუბუქდა გაეროს მიერ დაწესებული სანქციები, მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. გამდიდრებული ურანის გამოყენება შესაძლებელია ბირთვული ელექტრო რეაქტორის საწვავად, თუმცა მას ასევე იყენებენ ატომური იარაღის წარმოებაში. ბირთვული ბომბის შესაქმნელად ურანი, სულ ცოტა, 90 პროცენტით უნდა იყოს გამდიდრებული. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ირანის განცხადება. თუმცა, უწყებამ 1 იანვარს გამოაცხადა, რომ მას თეირანმა შეატყობინა მთების სიღრმეში მოქმედ, ფორდოს ობიექტზე ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრების თავისი გეგმა.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share

  • Who's Online   25 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 25 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(6)
    • Googlebot(1)