Jump to content
×
×
  • Create New...

ბრიტანეთის სასამართლომ ამერიკას ასანჟის ექსტრადიციაზე უარი უთხრა


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-ddd92103b5638dd614f3502c68404a43.jpeg

ბრიტანეთის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და „ვიკილიქსის“ დამაარსებლის ჯულიან ასანჟის შეერთებულ შტატებაში ექსტრადიციაზე უარი თქვა. მოსამართლემ ვანესა ბარეიტსერმა ამერიკის თხოვნა ასანჟის აშშ-სთვის გადაცემაზე არ დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, ასანჟის ამერიკისთვის გადაცემის შემთხვევაში, რეალური რისკი არსებობს იმის, რომ მან ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. შეერთებულ შტატებში ასანჟს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლება ემუქრება.  ვაშინგტონი სასამართლოს გადაწყვეტილების მაღალი ინსტანციის სასამართლოში გასაჩვრებას გეგმავს.  გამორიცხული არ არის, რომ საქმე ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომაც განიხილოს. საოლქო მოსამართლის ვანესა ბარეიტსერის გადაწყვეტილებით, ათი სექტემბრის სხდომა გადაიდო, რადგან ადვოკატს, რომელიც აშშ-ს წარმოადგენს პროცესზე, ვირუსზე ტესტირება უნდა გაევლო. აშშ-ის პროკურორების განცხადების თანახმად, ასანჟს ბრალად ედება ჯაშუშობის 18 საქმეზე და ათი წლის წინ „ვიკილიქსის“ მეშვეობით აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეში. ყველა ბრალდება ჯამში 175-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ასანჟის ადვოკატების განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმე ძალაუფლების პოლიტიკური მოტივაციით ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს, ზღუდავს პრესის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების საქმიანობას მთელ მსოფლიოში.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share

  • Who's Online   27 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 27 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(2)