Jump to content
×
×
  • Create New...

თოვლი, როგორც ფსევდოფილოსოფოსი?


Lollygag
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

უსათაუროში შევიხედე და ნიკეას კრება დამხვდა. კი, ვიფიქრე მეც წამომეჭრა რამე აქტუალური საკითხი, მაგალითად, რამდენი სული გაეტევა ნემსის წვერში, ადამიანის რამდენი და ცხოველის რამდენი. საინტერესო იყო, რამე კონკორდატამდე თუ მივიდოდით. მაგრამ დამიგვიანდა და თემა დაკეტილი დამხვდა. 
რისი თქმა მინდა, 
პოსტების უმეტესობა დავსქროლე, ასეთი ცუდი ჩვევა მაქვს პირველ ფრაზას ვკითხულობ და თუ არ მიმიზიდა ვადიდნოთრიდლოლებ, გონებაში. ისე გამოვიდა, რომ 9გვერდიან თემაში, თითქმის ბოლომდე მხოლოდ 3პოსტი წავიკითხე, ისიც ერთ იუზერს ეკუთვნოდა. 
ჰოდა, წინაზე ერთი იუზერი წერდა თოვლი ფსევდოფილოსოფოსიაო. თან ისე თითქოს ფსევდოფილოსოფოსობა დანაშაული თუ არა ნაკლია. მეც დავინტერესდი, სად გადის ზღვარი ფილოსოფოსობასა და ფსევდოფილოსოფოსობას შორის. ან ვინ აზროვნებს ფილოსოფიურად, ის, ვინც სერიოზული სახით რამე საკითხზე თავის მოსაზრებას გამოთქვამს და სერიოზულ, არგუმენტირებულ ბლაბლაბლას მოელის. თუ ის ვინც ამ სერიოზულობის მასხრად აგდებით ერთობა?

თოვლიც თუ მოვა, კარგი იქნება. 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, marguerite said:

თობლი არ მინახავს წლებია :abaexla:

ახლახანს ვნახე, ირმებს დასდევდა და თავისი ბატის ამბებს ჰყვებოდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
23 minutes წინ, Darkness said:

ახლახანს ვნახე, ირმებს დასდევდა და თავისი ბატის ამბებს ჰყვებოდა.

ნახვა არნხვა საკითხავი აი ეს არის

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ფილოსოფოსი ფიქრობს, ეძიებს, ჭვრეტს, მიილტვის სინათლისკენ და სხვებსაც მიუძღვება სინათლისკენ, ხოლო ფსევდოფილოსოფოსი ცდილობს სიტყვათა რთული თანწყობები ააგოს და საკუთარ ნააზრევს ჭკვიანური იერი მისცეს, თუმც მისი "ნააზრევი" რაიმე ღირებულ აზრს მოკლებულია.

 

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

ფილოსოფია ჩემთვის იმდენად უინტერესო თემაა რომ ნეგატიური კომენტარის გაკეთებაც კი მეზარება მასზე ისევე როგორც დადებითის. ასე რომ მე პას ამ თმიდან. მაგრამ რატომღაც ხშირად ფიქრობენ რომ ფილოსოფია უნდა მაინტერესებდეს და უკვირთ რომ მკიდია. ფილოსოფოსი ცდილობს ღმერთის გარეშე ჩაწვდეს ჭეშმარიტებას რასაც ვერ შეძლებს თუმცა მასაც და მის მიმდევრებსაც შეიძლება ეგონოთ რომ ჩაწვდნენ და მიაგნეს, არადა ნაღდი ჭეშმარიტება ვისაც უნდა ღმერთთან უნდა მივიდეს, ღმერთია თვით ჭეშმარიტება, მაგრამ ჭეშმარიტებაც არაა ცხოვრების აზრი. ყველა ჭეშმარიტება განგიცხადათ ღმერთმა ვთქვათ და ყველაფრის შესახებ ყველაფერი იცით უკვე და აღარაფერი დაგრჩათ სასწავლი რაც კი რამ არსებობს ყველაფერი იცით და ყოველისმცოდნეხართ. ანუ რეალურად აღარაფერია დარჩენილი სასწავლი და საძიებელი. მაგრამ ეგ ყველაფერი ღმერთს თუ ენდობი და დაუჯერებ რომ მასეა. ღმერთის გადმოსახედი იქნება მაინც და შენ თუ ღმერთს არ უჯერებ შექმნი რაიმე მის ჭეშმარტიებისგან განსხვავებულს რაც არასწორი იქნება და დემონური. ღმერთს რომ გამოეყოფი კი დაიტანჯები, საკუთარი თავის იმედზე მოგიწევს ყოფნა, სიყვარული არ გექნება იმიტომ რომ ღმერთია თვით სიყვარული, ინტელექტურალურ ონანიზმში იქნები მთელი ცხოვრება ჩაფლული. იმიტოა ფილოსოფასობა დებილობა რომ ჭეშმარიტებას ეძიებს ფილოსოფოსი მაგრამ სიმცდარემდე მივა ყოველთვის რეალურად. და კიდევ იმიტომ რომ ის მომენტი რომ ვახსენე, წარმოიდგინეთ რომ ვთქვათდა ყველაფრის შესახებ ყველაფერი იცით მეთქი, აღარაფერია დარჩენილი განსაჭვრეტი და გასაგები მეთქი, რაღა დაგრჩებათ აბა დაფიქრდით გასაკეთებელი ? სიტყვარული და ნეტარება მხოლოდ. ნეტარება რომელსაც მარად აიტანთ და არასდროს არ მოგბეზრდებათ. გრძნობებშია აზრი და არა ჭვრეტაში. ჭვრეტას სასრული აქ და გრძნობებს არა

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, თოვლი_ said:

ფილოსოფია ჩემთვის იმდენად უინტერესო თემაა რომ ნეგატიური კომენტარის გაკეთებაც კი მეზარება მასზე ისევე როგორც დადებითის.

:love:
 

Quote

ფილოსოფოსი ცდილობს ღმერთის გარეშე ჩაწვდეს ჭეშმარიტებას რასაც ვერ შეძლებს თუმცა მასაც და მის მიმდევრებსაც შეიძლება ეგონოთ რომ ჩაწვდნენ და მიაგნეს, არადა ნაღდი ჭეშმარიტება ვისაც უნდა ღმერთთან უნდა მივიდეს, ღმერთია თვით ჭეშმარიტება, მაგრამ ჭეშმარიტებაც არაა ცხოვრების აზრი. ყველა ჭეშმარიტება განგიცხადათ ღმერთმა ვთქვათ და ყველაფრის შესახებ ყველაფერი იცით უკვე და აღარაფერი დაგრჩათ სასწავლი რაც კი რამ არსებობს ყველაფერი იცით და ყოველისმცოდნეხართ. ანუ რეალურად აღარაფერია დარჩენილი სასწავლი და საძიებელი. მაგრამ ეგ ყველაფერი ღმერთს თუ ენდობი და დაუჯერებ რომ მასეა. ღმერთის გადმოსახედი იქნება მაინც და შენ თუ ღმერთს არ უჯერებ შექმნი რაიმე მის ჭეშმარტიებისგან განსხვავებულს რაც არასწორი იქნება და დემონური. ღმერთს რომ გამოეყოფი კი დაიტანჯები, საკუთარი თავის იმედზე მოგიწევს ყოფნა, სიყვარული არ გექნება იმიტომ რომ ღმერთია თვით სიყვარული, ინტელექტურალურ ონანიზმში იქნები მთელი ცხოვრება ჩაფლული. იმიტოა ფილოსოფასობა დებილობა რომ ჭეშმარიტებას ეძიებს ფილოსოფოსი მაგრამ სიმცდარემდე მივა ყოველთვის რეალურად. და კიდევ იმიტომ რომ ის მომენტი რომ ვახსენე, წარმოიდგინეთ რომ ვთქვათდა ყველაფრის შესახებ ყველაფერი იცით მეთქი, აღარაფერია დარჩენილი განსაჭვრეტი და გასაგები მეთქი, რაღა დაგრჩებათ აბა დაფიქრდით გასაკეთებელი ? სიტყვარული და ნეტარება მხოლოდ. ნეტარება რომელსაც მარად აიტანთ და არასდროს არ მოგბეზრდებათ. გრძნობებშია აზრი და არა ჭვრეტაში. ჭვრეტას სასრული აქ და გრძნობებს არა

გმადლობთ, გულახდილი შეფასებისთვის, კვაზი-რელიგიური სოფიზმების კოპი-პასტის ფაილში გადავიტან <3

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share