ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 ირანის მთავრობის განცხადებით, ქვეყანამ მიწის ქვეშ მდებარე ობიექტზე განაახლა ურანის 20 პროცენტით გამდიდრება - რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ზღვარს, რომელიც ირანს 2015 წელს, საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებით დაუწესდა. მთავრობის პრესმდივანმა, ალი რაბიეიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ფორდოს ობიექტზე ამ სამუშაოს დაწყების ბრძანება გასცა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ. ეს არის ირანის მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებას. იმ ხელშეკრულებით ირანს შეუმსუბუქდა გაეროს მიერ დაწესებული სანქციები, მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. თეირანმა ნელ-ნელა შეამცირა ხელშეკრულების პირობების შესრულება, მას შემდეგ, რაც 2018 წელს შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა აშშ და ირანს აღუდგინა მკაცრი სანქციები. გამდიდრებული ურანის გამოყენება შესაძლებელია რეაქტორის საწვავად, თუმცა მას ასევე იყენებენ ატომური იარაღის წარმოებაში. იარაღისთვის გამოსადეგად მიიჩნევა 90 პროცენტით სუფთა ურანი. გაეროს ბირთვულ უწყებას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ირანის განცხადება. თუმცა უწყებამ 1 იანვარს გამოაცხადა, რომ მას თეირანმა შეატყობინა მთების სიღრმეში მოქმედ, ფორდოს ობიექტზე ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრების თავისი გეგმა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა