ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2 იანვრის ბრძანების მიხედვით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან, ასევე საქართველოს და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად მიხეილ პეტრაკოვი დაინიშნა. პეტრაკოვმა აღნიშნულ თანამდებობაზე იგორ ბრაჩიკოვი ჩაანაცვლა, რომელიც ამ პოსტზე 2012 წლის აგვისტოდან მსახურობდა. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ქართულ მედიაში 3 იანვარს გავრცელებული საგარეო უწყების კომენტარის თანახმად, რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება უკანონოდ ჩაითვლება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში იქამდე ვერ დადგება, სანამ მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებს და ოკუპაციას არ შეწყვეტს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა