Jump to content
×
×
  • Create New...

ირმა ინაშვილი მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსისთვის" მანდატების შეწყვეტას "სამაგალითო დასჯას" უწოდებს


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-c8a9904460493dfd361446ae88d12407.jpeg

საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილი წევრი და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი მისთვის და მისი 2 თანაპარტიელისთვის საპარლამენტო მანდატების შეჩერებას "ქართული ოცნების" მხრიდან "სამაგალითო დასჯას უწოდებს". ასე გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი პარლამენტში მათთვის მათივე განცხადების საფუძველზე მანდატების შეჩერების საკითხს. "ეს [მანდატებზე უარის თქმა] განაპირობა "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ პარლამენტში შესვლა არ გვინდა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა... "ქართული ოცნების" მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკური მმართველობის პერიოდს. ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა", - თქვა ინაშვილმა. საქართველოს პარლამენტმა უკვე დააკმაყოფილა "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის: ირმა ინაშვილის, გოჩა თევდორაძისა და გიორგი ლომიას განცხადება მანდატებზე უარის თქმის შესახებ. საქართველო პარლამენტის უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი განმარტავს იმ მიზეზს, რის გამოც პარლამენტმა მანდატებზე უარის მთქმელი დეპუტატებიდან მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" განაცხადების განხილვა დაიწყო. "ჩვენ, რა თქმა უნდა, სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხს. ანუ, იმ პარტიებს, რომლებსაც ჩახსნილი აქვთ თავისი სიები, მათი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებების შეწყვეტა გამოიწვევს იმას, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ, ამიტომ, ვიდრე საბოლოოდ შეთანხმება არ შედგება და ეს მოლაპარაკებების რაუნდი არ დასრულდება, ცხადია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ ვიღებ", - თქვა გიორგი კახიანმა. პარლამენტს მანდატების შეჩერების მოთხოვნით 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 54-მა მიმართა. მათ მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. იმის მიუხედავად, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მათ შორის ყველაზე ბოლო იყო, პარლამენტმა მათი საკითხის განხილვა სხვაზე ადრე დაიწყო. "პატრიოტთა ალიანსმა", 5 ოპოზიციური პარტიის მსგავსად, ცესკოს სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. გაუქმებულ სიაში არ მოხვდა 3 პირი, რომლებიც ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის მანდატების შეჩერების შემდეგ მათ ადგილმონაცვლეებად შევლენ პარლამენტში.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share