ფორუმელი Lollygag Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 დღეს, რაღაც ,,ჩათლახობის" ყურების განწყბით გავიღვიძე, ახალი ფილმები ვათვალიერე, დიდად ვერაფერმა მიმიზიდა და ჩემს თინეიჯერულ სიყვარულთან გადავწყვიტე დაბრუნება. ტრიერი ჩემს ცხოვრებაში ,,იდიოტებით" გამოჩნდა, იმ კადრით, შიშველი პერსონაჟი მანქანას რომ მისდევს და ,,თქვე *ლეებო"-ოს გაჰკივის. ამ სცენამ ეკრანს ისე მიმაჯაჭვა, ვცდილობდი გამეგო რა იყო ეს- პროტესტი, აგრესია თუ სამართლიანობის აღდგენის მცდელობა, რომელიც საფუძველშივე წარუმატებლობისათვის არის განწირული და პერსონაჟმაცაცნობიერებს ამას. მოკლედ ამ ერთი კადრით ვცდილობდი ამომეცნო ფილმის მთლიანი სიუჟეტი, ფაბულა და გამგო ვინ არის იდიოტი, ის ტიპი, კომუნა, მე, რომელიც ამ ყველაფრის გაშიფვრას ვცდილობ თუ რეჟისორი. ან იქნებ ყველანი ერთად?! თუმცა, დენი წავიდა და ფილმის ყურება ბოლომდე ვერ მოვახერხე. ვერ გაივიგე რით დამთავრდა ამბავი და საერთოდ ვინ იყო რეჟისორი, ,,სხვა ხედვის" მქონე ხელოვანი თუ კიდევ ერთი შენძრეული ავანგარდისტი, რომელიც ეპატაჟით ცდილობს ყურადღების მიქცევას. წლების შემდეგ როცა ჩემს სახლშიც ჩაირთო ინტერნეტი, ,,დოგვილიც" ნანახი მქონდა, ,,Breaking the Waves"-ის გადმოსაწერ ფაილს ვეძებდი, ტრიერის ფილმოგრაფიაც აღმოვაჩინე და ჩავუჯექი. Quote მხატვრული ფილმები: 1984 — დანაშაულის ელემენტი (The Element of Crime) ევროპის ტრილოგიის პირველი ნაწილი. 1987 — ეპიდემია (Epidemic) ევროპის ტრილოგიის მეორე ნაწილი. 1991 — ევროპა (Europa) ევროპის ტრილოგიის მესამე ნაწილი. 1996 — ტალღებთან მებრძოლი (Breaking the Waves) ტრილოგია „ოქროს გულის“ პირველი ნაწილი. 1998 — იდიოტები (Idioterne) ტრილოგია "ოქროს გულის" მეორე ნაწილი. 2000 — სიბნელეში მოცეკვავე (Dancer in the Dark) ტრილოგია "ოქროს გულის" მესამე ნაწილი. 2003 — დოგვილი (Dogville) ტრილოგიის „ამერიკა: შესაძლებლობების ქვეყანა“ პირველი ნაწილი. 2005 — მანდერლეი (Manderlay) ტრილოგიის „ამერიკა: შესაძლებლობების ქვეყანა“ მეორე ნაწილი. 2006 — ყველაფრის უფროსი (The Boss of It All) 2009 — ანტიქრისტე (Antichrist) 2011 — მელანქოლია (Melancholia) 2014 — ნიმფომანი (Nymphomaniac) 2018 — სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა (The House That Jack Built) ამ მომენტისათვის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის გარდა მისი ყველაფერი ნანახი მაქვს. მისი ფილმები გულგრილს რთულად თუ დაგტოვებს, ვიღაცას აღაფრთოვანებს, ვიღაცას ისე გააღიზიანებს, კანის ფესტივალიდან მის გაკვეთსაც კი მოითხოვენ. ჰოდა, ვინ არის ნიჰილისტური ტროლი თუ არტჰაუსის და სხვა კინოს ღირსეული წარმომადგენელი, თუ ორივე ერთად? აქ შეიძლება მისი ბიოგრაფიის დაკოპირება, მაგრამ გუგლის ძალის მჯერა. თან ინტერვიეუებში უფრო მეტს ამბობს თავის თავზე, ვიდრე მშრალ ბიოგრაფიულ ტექსტში: Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 4 minutes წინ, Darkness said: 2006 — ყველაფრის უფროსი (The Boss of It All) ეს ვნახე წუხელ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Lollygag Posted 4 იანვარი, 2021 Author Posted 4 იანვარი, 2021 25 minutes წინ, Moor said: ეს ვნახე წუხელ ეგ დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, ქერა HR რომ ჰყავს ეგ დამამახსოვრდა, მაგარი ქალია 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 4 minutes წინ, Darkness said: ეგ დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, ქერა HR რომ ჰყავს ეგ დამამახსოვრდა, მაგარი ქალია კი, მეც გადავიმეორებ ხოლმე პერიოდულად ტრიერს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 ტრიერის ერთადერთს რასაც ''ვიმეორებ'' პმს ისას მელანქოლიაა, თუ გეტირება ჩართავ და სამი საათი ღნავი. ცადეთ, არ ინანებთ არ ვხუმრობ... 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 53 minutes წინ, mulan said: ტრიერის ერთადერთს რასაც ''ვიმეორებ'' პმს ისას მელანქოლიაა, თუ გეტირება ჩართავ და სამი საათი ღნავი. ცადეთ, არ ინანებთ არ ვხუმრობ... დეპრესია და უიმედობა უნდა ერქვას მაგ ფილმს. პ.ს. ლამაზი ნამუშევარია. ონლაინ, Chigurh said: დეპრესია და უიმედობა უნდა ერქვას მაგ ფილმს. პ.ს. ლამაზი ნამუშევარია. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 @Chigurh ტარკოვსკი ევასება ხო კი უმაგრესი ნამუშევარია, მელანქოლია, იდიოტები და დოგვილი ჩემი ფავორიტია მისი ნამუშევრებიდან... ვისაც საკუთარ თავში იდიოტი არ აღმოუჩენია და არ თანაცხოვრობს მასთან ერთად მასიური წარმოების თრეშია მთელი მისი არსებობა ა დან ჰ მდე Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Lollygag Posted 4 იანვარი, 2021 Author Posted 4 იანვარი, 2021 1 საათის წინ, mulan said: ტრიერის ერთადერთს რასაც ''ვიმეორებ'' პმს ისას მელანქოლიაა, თუ გეტირება ჩართავ და სამი საათი ღნავი. ცადეთ, არ ინანებთ არ ვხუმრობ... მელანქოლიაზე დაწერა მინდოდა, მაგრამ მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ძალიან პირადად ჩავთვალე და აღარ დავწერე ჯერ მარტო კადრებია ისეთი, ახლა თვალები დავხუჭე და იმ სახეების ფონზე ვხედავ ჩიტები როგორ ვარდებიან. 10 minutes წინ, mulan said: ვისაც საკუთარ თავში იდიოტი არ აღმოუჩენია და არ თანაცხოვრობს მასთან ერთად მასიური წარმოების თრეშია მთელი მისი არსებობა ა დან ჰ მდე +1 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა