Jump to content
×
×
  • Create New...

დოჰაში კვლავ გაგრძელდება შიდაავღანური დიალოგი სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-45bf93982b517c002d211b7ef0bfff10.jpeg

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები 4 იანვარს გაემგზავრებიან ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც ერთთვიანი ინტერვალის შემდეგ კვლავ გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი თალიბანის წარმომადგენლებთან. მხარეები გეგმავენ იმსჯელონ ომის დასრულებისა და ძალაუფლების განაწილების საკითხებზე იმ ფონზე, როდესაც ავღანეთში გრძელდება ძალადობა და ქაოსი, რაც ხელს უშლის 19 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას. პირდაპირი შიდაავღანური დიალოგი დაიწყო სექტემბერში. მას წინ უძღოდა თალიბებსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მრავალთვიანი მოლაპარაკება ძალადობის შეწყვეტისა და პატიმრების გათავისუფლების თაობაზე. ქაბულმა და თალიბებმა შარშან წარმატებით დაასრულეს ტყვეთა გაცვლის პროცესი. 3 დეკემბერს ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების თაობაზე. ეს მათი პირველი ერთობლივი წერილობითი დოკუმენტია 19-წლიანი ომის განმავლობაში. შეთანხმება, რომლის შესახებაც 2 ნოემბერს გამოაცხადეს, გარღვევად მიიჩნევა, ვინაიდან მოლაპარაკებების მონაწილეებს დროს აძლევს უფრო არსებითი საკითხების გადაწყვეტისთვის. მათ შორისაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დოკუმენტს ხელი მოეწერა მას შემდეგ, რაც მხარეები თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ყატარის დედაქალაქ დოჰაში. წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ავღანეთში არ წყდება ძალადობა. 24 დეკემბერს შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სიცოცხლეს გამოასალმა ცნობილი ავღანელი სამოქალაქო აქტივისტი, ფრეშტა კოჰისტანი. 2020 წლის ბოლოს ავღანეთში გახშირდა გამოჩენილი ადამიანების, მათ შორის, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მკვლელობის ფაქტები.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share