ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 საქართველო პარლამენტის უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი განმარტავს იმ მიზეზს, რის გამოც პარლამენტმა მანდატებზე უარის მთქმელი დეპუტატებიდან მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" განაცხადების განხილვა დაიწყო. მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასამართი შეხვედრების მე-5 რაუნდამდე მათთვის მანდატების შეჩერების საკითხს სიფრთხილით უდგებიან. "ჩვენ, რა თქმა უნდა, სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხს. ანუ, იმ პარტიებს, რომლებსაც ჩახსნილი აქვთ თავისი სიები, მათი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებების შეწყვეტა გამოიწვევს იმას, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ, ამიტომ, ვიდრე საბოლოოდ შეთანხმება არ შედგება და ეს მოლაპარაკებების რაუნდი არ დასრულდება, ცხადია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ ვიღებ", - თქვა გიორგი კახიანმა. პარლამენტს მანდატების შეჩერების მოთხოვნით 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 54-მა მიმართა. მათ მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. იმის მიუხედავად, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მათ შორის ყველაზე ბოლო იყო, პარლამენტმა მათი საკითხის განხილვა სხვაზე ადრე დაიწყო. "პატრიოტთა ალიანსმა", 5 ოპოზიციური პარტიის მსგავსად, ცესკოს სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. გაუქმებულ სიაში არ მოხვდა 3 პირი, რომლებიც ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის მანდატების შეჩერების შემდეგ მათ ადგილმონაცვლეებად შევლენ პარლამენტში. მანდატების გაუქმების საკითხს პარლამენტი დღეს განიხილავს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა