Jump to content
×
×
  • Create New...

უფლებამოსილება შეუწყდა "პატრიოტთა ალიანსის" 3 დეპუტატს


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-b4b158cdb38939893908ed087dbae714.jpeg

მე-10 მოწვევის პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი დეპუტატიდან სამს, რომლებსაც დაწერილი ჰქონდათ პირადი განცხადება მანდატების გაუქმების თაობაზე. მანდატები გაუუქმდათ: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, უპარტიო ავთანდილ ენუქიძემ თავიდანვე განაცხადა, რომ ის აპირებდა პარლამენტში შესვლას. „პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს „ქართული ოცნების“დეპუტატებმა 4 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი. პარლამენტს ჯერჯერობით არ განუხილავს სხვა პარტიების იმ 51 დეპუტატის საკითხი, რომლებმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებზე ადრე მოითხოვეს.   „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ საკითხის დაჩქარება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამ პარტიის სიის რამდენიმე წევრი მზად იყო შესულიყო პარლამენტში მათ ნაცვლად, ვისაც უფლებამოსილება შეუწყდებოდა. სხვა პარტიების საკითხს კი, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჭრილში განიხილავენ.  „რამდენიმე წევრს სიიდან აქვს სურვილი, რომ იმ შემთხვევაში თუ „პატრიოტთა ალიანსის“ ეს პირველი სამი ადამიანი გავა, მათ დაიკავონ მათი ადგილები ადგილმონაცვლეობის პრინციპიდან გამომდინარე. რაც შეეხება სხვა წევრებს, რა თქმა უნდა, მათი საკითხის განხილვაც იქნება დადგენილ ვადებში და ამავდროულად, ჩვენ ვითვალისწინებთ იგივე მოლაპარაკებების ფორმატს, ელჩების რეკომენდაციასაც და ვაძლევთ პოლიტიკურ პროცესს გარკვეულ ფორმს, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი“ - განაცხადა 4 იანვარს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. დეპუტატ ავთანდილ ენუქიძის გარდა, ადგილმონაცვლეობის პრინციპით პარლამენტში შესვლის საშუალება ასევე აქვთ უპარტიო პირებს, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიულ სიაში მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებად იყვნენ წარმოდგენილი; ესენი არიან: ზაზა (გელა) მიქაძე; ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი. „პატრიოტთა ალიანსმა“ არ მოითხოვა დასახელებული პირების რეგისტრაციიდან მოხსნა, როდესაც 2020 წლის მიწურულს ცესკოს პარტიული სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.  „პატრიოტთა ალიანსის“ სადეპუტატო მანდატების გაუქმების საკითხის დაჩქარებას „სამაგალითო დასჯის ილუსტრირებას“ უწოდებს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, პარტია გაწყვეტს ყველანაირ კავშირს ყველა იმ პირთან, ვინც პარლამენტში შევა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share