Jump to content
×
×
  • Create New...

განათლების სამინისტროსთვის უცნობია როდიდან შეძლებენ მოსწავლეები და მასწავლებლები იაფი ინტერნეტით სარგებლობას, გადაწყვეტილება კი უკვე ძალაშია


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ონლაინ სწავლების პირობებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. გასული წლის ბოლო სხდომაზე კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ინტერნეტის ტარიფი ონლაინ სწავლების მოწყვლადი ჯგუფისთვის დარეგულირდება.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, 2020 – 2021 სასწავლო წლებში კომპანიებს – “მაგთის”, “ჯეოსელსა” (“სილქნეტი”) და “ბილაინს” (“ვიონი საქართველო”) უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, 30 დღიანი ვადით, 20 გბ ინტერნეტი 10 ლარად შესთავაზონ.

EDU.ARIS.GE – ს კომუკიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განუცხადეს, რომ ინიციატივა განათლების სამინისტროდან მოდიოდა და გადაწყვეტილება  ინტრენეტპაკეტების შეღავათიან ფასში ყიდვის შესაძლებლობაზე ერთობლივად მიიღეს.

„თანხაც და პირობებიც იყო განათლების სამინისტროს შემოთავაზებული, მათ დათვალეს და მათ განსაზღვრეს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. განათლების სამინისტროდან შემოვიდა ჩვენთან ეს მოთხოვნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესში ვიყავით ჩართული და მნიშვნელოვანია რომ ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი ინტერნეტი. შესაბამისად, ამ 10 ლარიან ტარიფზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და მისცა ოპერატორებს მისი შეთავაზების უფლება. გადაწყვეტილება სხდომაზევე მიიღეს და უკვე ძალაშია“, – გვითხრეს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.

თუ როდიდან შეეძლებათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს იაფი ინტერნეტით სარგებლობა, ამის დასაზუსტებლად EDU.ARIS.GE საქართველოს განათლების სამინისტროსაც დაუკავშირდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, “დეტალები ზუსტდება და სამინისტრო ყოველმხრივ დაზუსტებულ ინფორმაციას გაავრცელებს”.

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი იანვარში კვლავ ონლაინ რეჟიმში განახლდება.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share