ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 4 იანვარს ლონდონის სასამართლო, სავარაუდოდ, გამოაცხადებს ვერდიქტს ვიკილიქსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ისთვის გადაცემის საქმეზე. თუ ლონდონის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ვანესა ბარეიტსერი დააკმაყოფილებს აშშ-ის თხოვნას, მაშინ ასანჟის ექსტრადიციის საქმეში საბოლოო სიტყვა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა უნდა თქვას. ასანჟი იბრძვის იმისთვის, რომ არ მოხდეს ბრიტანეთის მიერ მისი გადაცემა აშშ-სთვის, სადაც მას ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლება ემუქრება. მანამდე საოლქო მოსამართლის ვანესა ბარეიტსერის გადაწყვეტილებით, ათი სექტემბრის სხდომა გადაიდო, რადგან ადვოკატს, რომელიც აშშ-ს წარმოადგენს პროცესში, ვირუსზე ტესტირება უნდა გაევლო. აშშ-ის პროკურორების თანახმად, ასანჟს ბრალად ედება 18 შემთხვევაში ჯაშუშობა და კომპიუტერის ბოროტად გამოყენება მისი დაარსებული ფირმის, ვიკილიქსის გზით აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეში ათი წლის წინ. ბრალდება ითვალისწინებს მაქსიმუმ 175 წლით პატიმრობას. ასანჟის ადვოკატები თვლიან, რომ მის წინააღმდეგ საქმე ძალაუფლების პოლიტიკური მოტივაციით ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს, შეზღუდავს პრესის თავისუფლებას და საფრთხეს შეუქმნის ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა