ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 ბავშვის შვილად აყვანის და ასევე მინდობით აღზრდის მსურველებს, შესაბამისი სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ეკტერინე ტიკარაძის ბრძანებაში ვკითხულობთ. ბრძანებების თანახმად, ცვილილება განხორციელდა როგორც შვილად აყვნის, ასევე მინდობით აღზრდის წესში. როგორც დოკუმენტებში ვკითხულობთ, 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში აღრიცხვაზე მყოფმა მშვილებელმა, სავალდებულო მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს და შესაბამისი სერტიფიკატი 2022 წლის 1 იანვრამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინოს. ასევე 2018 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირებულმა მინდობით აღზრდის მსურველებმა 2022 წლის 1 იანვრამდე, უნდა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და შესაბამისი სერტიფიკატი წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა