Jump to content
×
×
  • Create New...

„ოცნებამ“ ოპონენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე მუშაობა დაიწყო - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 დეკემბერს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-5ea91708681aba1221929998708d7402.png

  "ქართული ოცნება" საბოტაჟზე, ოპოზიცია შანტაჟზე საუბრობს „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული დაპირების შესრულება დაიწყო. მმართველი გუნდი ერთპარტიული პარლამენტის საშუალებით აპირებს დააკანონოს ინიციატივები ოპონენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ. ცვლილებების პაკეტი უკვე მომავალი კვირის ბოლოსთვის დამტკიცდება და ის შეეხება პარლამენტში არშემსვლელ ყველა პოლიტიკურ ძალას - განურჩევლად იმისა, ხელისუფლება მათ „რადიკალურ ოპოზიციად“ მიიჩნევს თუ არა. ფრანგული წარმოშობის სიტყვა - საბოტაჟი - ნიშნავს საქმის განზრახ ჩაშლას, მასში მონაწილეობისაგან თავის არიდებისა თუ მისი არასათანადოდ შესრულების გზით. ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს ხელისუფლება სწორედ საბოტაჟს არქმევს და პასუხად ოპონენტებისთვის სხვადასხვა აკრძალვის დაწესებას აპირებს. რა წერია კანონპროექტში და როგორ აფასებენ მას ოპოზიციაში? წაიკითხე მეტი. ამ თემაზე ასევე ნახე: არასამთავრობოები ე.წ. საბოტაჟის კანონპროექტზე: მოსალოდნელი სანქციები აღიქმება, როგორც მუქარა ოპოზიციურ პარტიებზე       რამდენ პატიმარს გაათავისუფლებს ამნისტია და როგორ შეეხება ის უვადო პატიმრებს? „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ავტორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის გათვლებით, ამნისტიის შედეგად საპატიმრო დაწესებულება დაახლოებით 1000-მა პატიმარმა უნდა დატოვოს. ჯამში რამდენ პირს შეეხება ჰუმანურ აქტად წოდებული ამნისტია, ეს მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამ ეტაპზე, არც ის იცის, შეეხება თუ არა ამნისტია წლების განმავლობაში, ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე მსჯავრდებულ პირებს. ამბობს, რომ ამ მიმართულებით არ დაინტერესებულა, ასეთი ტიპის სამუშაო არ ჩაუტარებია და ეჭვობს, რომ ამნისტიის პროცესში „წამოტივტივდეს ე.წ. გახმაურებული საქმეები“. მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით შექმნილი ამნისტიის პროექტი აერთიანებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ 44 მუხლს, რომელიც ამნისტიას დაექვემდებარება. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეს მუხლები ძირითადად მოიცავს ნაკლებად საშიშ დანაშაულებს. უფრო ზუსტად კი ამბობს, რომ ამნისტიის პროექტზე მომუშავე ჯგუფი შეეცადა, „მოეჩხრიკა მაქსიმალურად არაძალადობრივი და ნაკლებად საშიში დანაშაულებები“. წაიკითხე მეტი.     ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, საქმე დაიხურა - პროკურატურა პროკურატურამ 17 დეკემბერს ხუთთვიანი ძიების შემდეგ თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ხურავს. „მოპოვებელი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან თავი თვითმკვლელობით დაასრულა“, - აღნიშნა პროკურორმა. მისივე თქმით, ​ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან გუგლის საძიებო სისტემაში დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად და რომ ის ეძებდა საძილე აბების გასაღების ობიექტებს, სადაც წამლები ურეცეპტოდ გაიცემოდა. პროკურატურა ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობას მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებს. უწყება საუბრობს უფროსის მიმართ „გრძნობებზე“ და მიანიშნებს ოჯახში კონფლიქტზე. წაიკითხე მეტი გახმაურებული საქმის შესახებ. ამ თემაზე ასევე ნახე: ბაჩალიაშვილის საქმის დახურვას ადვოკატები სასამართლოში გაასაჩივრებენ     ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში გუშინ საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 2981 შემთხვევა. ეს 12 ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუ არ ჩავთვლით ორ შემთხვევას, როცა უქმე დღეებში, 10 ათასზე ნაკლები ტესტიდან დაახლოებით 2500-2700 შემთხვევა აღირიცხა. ვირუსის შედეგად 31 პაციენტი გარდაიცვალა. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გახარიას შეფასებით, ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება 28 ნოემბრიდან ამოქმედებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგია. „პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს“, - თქვა მან მთავრობის სხდომაზე. წაიკითხე მეტი.     აშშ-ის მაღალი რანგის პირების თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არ განხორციელდება აშშ-ის სანქციები რუსეთსა და მის პარტნიორებს არ მისცემს საშუალებას, მოახდინონ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რეალიზება. ეს მოსაზრება გამოთქვეს აშშ-ის სენატორმა ტედ კრუზმა - გაზსადენის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ერთ-ერთმა ინიციატორმა - და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა. კონგრესმა ახლახან მოიწონა კანონპროექტი აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს სანქციების გაფართოებას იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ. ის გავრცელდება არა მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომლებიც ფლობენ მილების გამყვან ხომალდებს, არამედ ასევე იმათზე, რომლებიც მათ მომსახურებას უწევენ. კანონპროექტი ჯერჯერობით არ არის ხელმოწერილი პრეზიდენტის მიერ, მაგრამ დოკუმენტს ვეტოც რომ დაადოს, მოსალოდნელია, რომ კონგრესი მას გადალახავს. წაიკითხე მეტი.     პუტინი ოთხი საათით რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილი ვლადიმირ პუტინის ტრადიციული პრესკონფერენცია 17 დეკემბერს ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე გაფანტული 700-ზე მეტი ჟურნალისტის მონაწილეობით. კორონავირუსის პანდემიის გამო პუტინი ნოვო-ოგარევოში მდებარე რეზიდენციიდან, იზოლირებული უპასუხებდა შეკითხვებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, ხოლო ჟურნალისტების ძირითადი მასა, ტრადიციულად, იმყოფებოდა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში. გამონაკლისი იყო მხოლოდ ორი ათეული ჟურნალისტი, რომლებიც უშუალოდ ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში პრეზიდენტისათვის ორგანიზებულ დარბაზში იმყოფებოდნენ. მარათონული წლიური პრესკონფერენციის მთავარი ინტრიგა იყო, დაისმებოდა თუ არა შეკითხვები წინა დღეებში გამოქვეყნებული ორი გახმაურებული გამოძიების თაობაზე, რაზეც კრემლი დუმილს ინარჩუნებდა. ერთი შეეხება რუსი ანტიკორუფციონერი პოლიტიკოსისა და პუტინის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის საქმეში რუსეთის ეფესბეს კონკრეტული თანამშრომლების მონაწილეობას; მეორეში კი ფიგურირებს პუტინის ყოფილი სიძე, კირილ შამალოვი, რომელსაც თავის დროზე რუსეთის უმსხვილესი ნავთობქიმიური ქარხანა „სიბურის“ აქციათა 3,8 % საბაზრო ღირებულებაზე 3,8 მილიონჯერ შემცირებული ფასით, სულ რაღაც 100 დოლარად შეუძენია. პუტინის 4-საათიანი ინტერვიუს მთავარი აქცენტები წაიკითხე კობა ლიკლიკაძის სტატიაში.             მე ვიცი, რა არის კოვიდი - ეს ინტერვიუების სერიაა. გოგი გვახარია კვირაში ორჯერ ესაუბრება მათ, ვისაც აქვს ან ვისაც უკვე ჰქონდა კოვიდ-19, ასევე მათ, ვინც ოჯახის წევრი ან სხვა ახლობელი დაკარგა ამ ვირუსის გამო. ამ ეპიზოდის სტუმარია ტელეწამყვანი ქეთა გაბუნია. როგორ შეიძლება მიხვდე, რომ ავად ხარ? რა ხდება ოჯახში, როდესაც ერთ-ერთს კოვიდ-19 უდასტურდება? ვინ ასერნებს ქეთას ძაღლებს და ვინ აჭმევს ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს, სანამ ის სახლშია? გადარჩება თუ არა კლუბური ცხოვრება თბილისში და რატომ თვლის ქეთა, რომ ეს სივრცე ხელისუფლებამ უსამართლოდ დახურა - ეს არის ის ძირითადი თემები, რაზეც გოგი გვახარიამ და ქეთა გაბუნიამ ისაუბრეს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   28 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 28 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(5)
    • YandexBot(4)
    • Facebookexternalhit(5)