Jump to content
×
×
  • Create New...

შეიგრძენი ისტორია ფოტოებით


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სოციალური სამართლიანობით გატაცებას რუდი როი თავის მშობლიურ იამაიკას უკავშირებს, ხელოვნების სიყვარული დედისგან აქვს, ხოლო ცნობისმოყვარეობა − მამისგან. ახლა როი თავად არის მამა და თავის ვაჟიშვილებს დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე მოუთხრობს.

STOCK_IMG_1266_photo-by-MosiJah-Roye-1-7 National Geographic-ის ფოტოგრაფი
2016 წლიდან
ფოტო: მოსაია როი

ჩემი ვაჟები 12 და 15 წლისანი არიან. ზოგჯერ ვსხდებით და მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ. ჩვენ ვისაუბრეთ ჯორჯ ფლოიდის შესახებ. ჯორჯი 25 მაისს, პოლიციელის მიერ კისერზე მუხლის ძალისმიერი მიბჯენით გარდაიცვალა.

მე ვუამბობდი შვილებს, რომ როდესაც ეკლესიაში დასვენებული ჯორჯის გადასაღებად შესვლის ნება დამრთეს, პირველი 12 წუთი ფოტო არ გადამიღია. მინდოდა ჯორჯის ცხედრისთვის პატივი მიმეგო და მადლობა გადამეხადა მისი სიცოცხლისთვის, მადლობა ყველა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მისი სიკვდილით მოგვეცა.

მე მინდოდა ჩემს შვილებს გაეცნობიერებინათ ის, რომ ანჯელა დევისისა და ბრეონა ტეილორის ფოტო, ჟურნალ Vanity Fair-ის ყდაზე ისე უბრალოდ არ ხვდება. რასობრივი სამართლიანობის საკითხების მიმართ ასეთი ინტერესი სწორედ ამ ადამიანების სახელებს და მათ გვერდით დასმულ ჰეშტეგებს უკავშირდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი შვილები მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავდა ჩვენთვის ეს სიკვდილი; რომ ეს არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი მკვდარი ადამიანი ჰეშტეგით; ეს იყო ახალი სიცოცხლის დასაწყისი, ახალი ხმა და ახალი ბიძგი. ჩვენი საქმეა, ყველაზე პოზიტიური კუთხით ჩავერთოთ ამ ბრძოლაში.

ჩემი ვაჟიშვილები დამოუკიდებლად გარეთ ვერ გადიან და ამის მიზეზიც გაცნობიერებული აქვთ. მათ არ შეუძლიათ, რომ ხელი მოჰკიდონ ველოსიპედებს და გარეთ გავიდნენ ჩემი ან თავიანთი დედის გარეშე. ეს არის მათი რეალობა.

მე მათ  ყოველთვის ვეუბნები, რომ სიყვარულით იცხოვრონ – საკუთარი თავისა და კულტურის მიმართ სიყვარულით. ჩემს შვილებს ნახევრად ჩინელი დედა ჰყავთ, მე კი იამაიკელი ვარ, ამასთანვე, ისინი არიან ამერიკელები და ამ კულტურაში ცხოვრობენ.

მე ვცდილობ, რომ ჩვენი სამყარო მათ ერთ მთლიანობად აღიქვან და ამავდროულად, აფასებდნენ თავიანთი წინაპრების კულტურას. ჩვენ გულწრფელად უნდა შევიყვაროთ ჩვენი კულტურა, რომ შევძლოთ მასში ცხოვრება. – პიტერ გვინისთვის მონათხრობი

MM8447_160502_03423-1.jpg

შეიგრძენი ისტორია ფოტოებით

ნახე სრულად

The post რუდი როი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

პირველი დავალება, რომელიც რუდი როიმ National Geographic-ისგან მიიღო, იმ ადამიანების გადაღება იყო, რომლებმაც არტეფაქტები გადასცეს აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის ეროვნულ მუზეუმს. მუზეუმი 2016 წელს ვაშინგტონში გაიხსნა. „ჩემთვის ამ გადაღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, − ამბობს როი, − მე ვიღებდი ადამიანებს, რომლებიც ნატ ტერნერის ბიბლიას ინახავდნენ. შევხვდი მას, ვინც წლების განმავლობაში ფლობდა ჯეიმს ბოლდუინის ტანსაცმელსა და პირად ნივთებს“.

როის თქმით, ეს „ემოციურად რთული“ დავალება იყო, რადგან თითოეულ არტეფაქტს სულის შემძვრელი ისტორია ერთვოდა თან, მეპატრონეები კი ძალიან მოხუცებულნი და დაუძლურებულნი იყვნენ.

„თითოეულ მათგანს დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ვხვდებოდი. გავიცანი ელეინ ტომფსონი, რომელსაც შენახული ჰქონდა თავისი წინაპრის მონობიდან გათავისუფლების ცნობა; იგი გადაღებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა“.

წლების განმავლობაში „პირობა მქონდა დადებული, რომ აღარ წავიდოდი სხვების მუზეუმში, სანამ ჩემი კულტურის მუზეუმი არ მექნებოდა. ბოლოს და ბოლოს მაქვს შესაძლებლობა, შევიგრძნო ისტორიის ის ნაწილი, რომელიც მაკლდა და ეს მშვენიერია“. როი  თავს ვალდებულად თვლის, გვიამბოს ეს ისტორიები, რამდენადაც ეს ფოტოებით არის შესაძლებელი. − პიტერ გვინი

მოუსმინეთ როის თავისი ცხოვრებისა და სამსახურის შესახებ ჩვენი პოდკასტის − OVERHEARD AT NATIONAL GEOGRAPHIC − მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდში (პოდკასტი ინგლისურ ენაზეა).

STOCK_IMG_1266_photo-by-MosiJah-Roye.jpg

რუდი როი

ნახე სრულად

The post შეიგრძენი ისტორია ფოტოებით appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   191 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 190 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(4)
    • Seth