Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთში მესამე დღეა განუხრელად იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-174e94c8b00d58e88bb8d5f353dbd515.jpeg

რუსეთში ბოლო სამი დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის ზრდაზე მეტყველებს დაავადების გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი ოპერატიული შტაბის სტატისტიკური მონაცემები. 3 იანვრისათვის, 24 საათში დაავადდა 24 ათას 150 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 19 ათას 847, სულ ცოტა, 504 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამასთან, დაავადებულთა გამოვლენის მაჩვენებელი მინიმალურია ნოემბრის შემდეგ, რაც შეიძლება აიხსნას როგორც ბუნებრივი მიზეზებით, ასევე საახალწლო დღესასწაულებით. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან სულ რუსეთში დაავადდა 3 236 787 ადამიანი. 3 იანვრის დილისათვის, როგორც დაავადებული, აღრიცხვაზე იმყოფება 559 399 ადამიანი. სულ მცირე 116 ათასი გარდაიცვალა კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. დეკემბერში რუსეთმა დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება სამამულო წარმოების „სპუტნიკ V“-ით. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ აცრა უკევე გაიკეთა 800 ათასმა ადამიანმა. არადა, დეკემბერის ბოლოსთვის მინისტრი ამბობდა, რომ აცრილია მხოლოდ 300 ათასი. კვირა-ნახევარში ვაქცინაციის სიჩქარის 18-ჯერ გაზრდა დაუჯერებლად მიაჩნია ავტორიტეტული გამოცემა „ხოლოდის“ რედაქტორს მიხაილ ზელენსკის. „ეს შეუძლებელია. ასე არ ხდება. მინისტრი ან ადრე ასახელებდა არასწორ რიცხვებს, ან ახლა აკეთებს ამას“, - წერს მიხაილ ზელენსკი.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   28 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 26 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(1)