ფორუმელი Moor Posted 3 იანვარი, 2021 Posted 3 იანვარი, 2021 3 იანვარს ასობით ერაყელმა მოიყარა თავი ბაღდადის ტაჰრირის მოედანზე, ერთი წლის წინ აშშ-ის საავიაციო დარტყმის შედეგად დახოცილი გავლენიანი ირანელი და ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნების ხსოვნის პატივსაცემად. წუხელ კი ათასობით მგლოვიარე დემონსტრანტი ფეხით გაეშურა ბაღდადის აეროპორტისკენ. აშშ-ის უპოლოტო ავიაციამ შარშან სწორედ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად გამოასალმა სიცოცხლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ყუდსის ძალების სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი და ერაყის შიიტური სახალხო ლაშქრის ჰაშდ ალ-შააბის სარდლის მოადგილე, აბუ მაჰდი ალ-მოჰანდესი. სოლეიმანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით იქნა ბაღდადში მოკლული 2020 წლის 3 იანვარს. ვაშინგტონი ირანის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მეთაურს რეგიონში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმების ორგანიზებაში სდებდა ბრალს. სოლეიმანის მკვლელობამ გააძლიერა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი კონფლიქტის შიში. ამ თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები და მათი ერაყელი მოკავშირეები იყვნენ განლაგებული. ისინი წინასწარ გააფრთხილეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მათ ბომბსაცავებს შეაფარეს თავი, რის შედეგადაც მოხერხდა მსხვერპლის თავიდან აცილება. თუმცა აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა კვლავ გრძელდება. 1 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ზარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი დასდო საბაბის „შეთითხნაში“, რათა თავს დაესხას ირანს. მისი თქმით, ირანი აქტიური ბრძოლისთვის ზომებს მიიღებს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა