Jump to content
×
×
  • Create New...

ირაკლი კოვზანაძე: სებ-ს ინტერვენციების გაგრძელება მოუწევს, ეს გარდაუვალია


Recommended Posts

  • ფორუმელი

„ასეთი მაღალი დეფიციტის პირობებში, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ყოფნისთვის, სებ-ს ინტერვენციების გაგრძელება მოუწევს და ეს გარდაუვალია”, – ამის შესახებ 31 დეკემბრის “საქმიან დილაში” საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ 2020 წლის შეჯამებისას განაცხადა.

კოვზანაძის თქმითვე, ეროვნული ბანკის მხრიდან რამდენიმე ასეული მლნ ინტერვენციის განხორციელება კვლავ საჭირო იქნება.

„სებ-ის ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი გარემო პირობები იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საჭირო გახდეს. ცენტრალური ბანკის ფუნქცია უმნიშვნელოვანესი იქნება; ასევე, მისი თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროსთან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ”, – განმარტა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ: სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამურად $873.2 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ტაო ჟანგის განცხადებით, მაღალი ალბათობით ინტერვენციების განხორციელების საჭიროება 2021 წელსაც იქნება.

წყარო: bm.ge

The post ირაკლი კოვზანაძე: სებ-ს ინტერვენციების გაგრძელება მოუწევს, ეს გარდაუვალია appeared first on BFM.GE.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share