ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 „ასეთი მაღალი დეფიციტის პირობებში, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ყოფნისთვის, სებ-ს ინტერვენციების გაგრძელება მოუწევს და ეს გარდაუვალია”, – ამის შესახებ 31 დეკემბრის “საქმიან დილაში” საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ 2020 წლის შეჯამებისას განაცხადა. კოვზანაძის თქმითვე, ეროვნული ბანკის მხრიდან რამდენიმე ასეული მლნ ინტერვენციის განხორციელება კვლავ საჭირო იქნება. „სებ-ის ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი გარემო პირობები იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საჭირო გახდეს. ცენტრალური ბანკის ფუნქცია უმნიშვნელოვანესი იქნება; ასევე, მისი თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროსთან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ”, – განმარტა ირაკლი კოვზანაძემ. შეგახსენებთ: სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამურად $873.2 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ტაო ჟანგის განცხადებით, მაღალი ალბათობით ინტერვენციების განხორციელების საჭიროება 2021 წელსაც იქნება. წყარო: bm.ge The post ირაკლი კოვზანაძე: სებ-ს ინტერვენციების გაგრძელება მოუწევს, ეს გარდაუვალია appeared first on BFM.GE. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა