Jump to content
×
×
  • Create New...

1 დღე სავაჭრო ცენტრების გახსნამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 დეკემბერს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-a3e65bda5859b22210d0e94a7bb1abf9.png

  24 დეკემბრიდან მხოლოდ სავაჭრო ცენტრები იხსნება   საკოორდინაციო საბჭოს 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, ანუ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში მოქმედი გარკვეული შეზღუდვები მსუბუქდება და სავაჭრო ცენტრები იხსნება. თუმცა კვლავ შეზღუდული იქნება როგორც საზოგადოებრივი, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება. არ გაიხსნება ასევე ბაზრობები. რაც შეეხება პირველი იანვრის ღამესა და 7 იანვრის ღამით, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას, ის კვლავ ძალაში რჩება, ანუ, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან სამი კვირის თავზე, ისევ მაღალია ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი. გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 42 პაციენტი. ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგები მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. რა მოიტანა შეზღუდვებმა და გაამართლა თუ არა მან მოლოდინები? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში. ამ თემაზე ასევე ნახე: რელიგიურ უმცირესობებს შობის დღესასწაულისთვის ერთდღიან საშვებს მისცემენ     ვინ და როგორ მიიღებს რემდესივირს - გადაწყვეტილებას რვაკაციანი საბჭო მიიღებს საქართველომ მიიღო 4 000 ფლაკონი რემდესივირი, რომელიც მხოლოდ 650-მდე ადამიანის მკურნალობას ეყოფა. ამ დროისთვის მძიმედ შეფასებული მდგომარეობით საქართველოს კლინიკებში 1000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს კორონავირუსს, მათგან 430 მართვით სუნთქვაზეა. რემდესივირის გამოყენებას ჰოსპიტალიზებულ მძიმე პაციენტებთან ექიმები უახლოეს დღეებში დაიწყებენ - ვინ იმკურნალებს და ვინ არა ამ პრეპარატით, რვაკაციანი კომისია გადაწყვეტს. რემდესივირი ძვირად ღირებული პრეპარატია, რომელიც მართალია COVID-19-ის წინააღმდეგ გამოიყენება, თუმცა მისი ეფექტიანობა კვლევებით დადასტურებული არ არის. რას ცვლის რემდესივირის არსებობა ქვეყანაში და რა წერია მისი გამოყენების პროტოკოლში? წაიკითხე მეტი.     დღეს მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში მოუსმენენ 24 დეკემბერს პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას კენჭს უყრის. დღეს კი მთავრობის დასამტკიცებელ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოუსმენს. თუმცა გუშინაც „ოცნება“ იყო ის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში უსმენდა. საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა. მისი მოხსენების მთავარი თემა პანდემიასთან ბრძოლა იყო. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, კოვიდ-19-ის მართვის ბიუჯეტი შეადგენს 236 მილიონ 440 ათას ლარს და იგი ითვალისწინებს არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ტესტირების, აღჭურვის, კარანტინის და სხვა მომსახურების ხარჯებს. კომიტეტებში მოუსმინეს ძალოვან მინისტრობის კანდიდატებსაც. შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში საქართველოს ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას შესახებაც ისაუბრა. „დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ. ეს არის ჩვენთვის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. აუცილებლად დავაკავებთ“, - თქვა გომელაურმა. ამ თემაზე ასევე ნახე: სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქალაქეებმა შესაძლოა გაიარონ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში ელისო ბოლქვაძე: ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ გახდება ცუდი ადამიანი     რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც მისთვის სანქციების დაწესების საქმეში აქტიურობდნენ რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მოგზაურობა აუკრძალა ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებსაც მოსკოვში მიიჩნევენ სანქციების სფეროში „ანტირუსული აქტიურობის წაქეზების მონაწილეებად“. კერძოდ ვის დაუწესეს სანქციები, არ არის ცნობილი. ამ პირების სია გადაეცათ შვედეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს, რომლებიც მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. კრემლის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მოსკოვის ქმედება უკავშირდება სანქციებს, რომლებიც ადრე დაუწესა ევროპის კავშირმა რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. „ქვეყნებს, რომლებიც ამ ნაბიჯის ინიციატორები იყვნენ, არ წარმოუდგენიათ დასტური ამ საქმეში“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნავალნის შემთხვევას „ინციდენტად“ მოიხსენიებს. წაიკითხე მეტი.     ნავალნის გამოძიებამ ეფესბე დაცინვის საგნად აქცია ანტიკორუფციონერი ბლოგერისა და კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ მასზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილესთან საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთში. 22 დეკემბრიდან მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გრძელდებოდა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ერთკაციანი პიკეტები. ყველაზე დიდი ხმაური მოჰყვა ცნობილი რეჟისორის, ვიტალი მანსკის, უჩვეულო პროტესტს ლუბიანკაზე, რუსეთის ეფესბეს შენობის წინ. რეჟისორმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან ლურჯი ტრუსები მიიტანა. ნავალნის თქმით, სწორედ სამოსის ამ ნაწილზე იყო დატანილი შხამი, რომლითაც კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსი მოწამლეს. წინა დღით ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოზე ალექსეი ნავალნისთან საუბარში ადამიანმა, რომელიც ფსბ-ს თანამშრომელ კონსტანტინ კუდრიავცევად არის ნახსენები, ახსნა, რომ პოლიტიკოსი მოკვდებოდა, რომ არა მისი ოპერატიული დაჯდომა ომსკში და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ მისთვის ორგანიზმში ატროპინის შეყვანა. როგორ შეარყია ნავალნის გამოძიებამ ეფესბეს უძლეველობის მითი, წაიკითხე ვრცლად კობა ლიკლიკაძის სტატიაში.         ყოფილმა მეზღვაურმა ირაკლი კეკელიამ პირველი გემის მაკეტის კეთება 20 წლის წინ, ნამდვილ გემზე მუშაობისას დაიწყო. ის გემი თავის მომავალ მეუღლეს აჩუქა და სახელიც მისი დაარქვა - ირმა. ეს საქმიანობა არც მერე შეუწყვეტია, როცა ზღვიდან ხმელეთზე გადმოინაცვლა. ირაკლის გემები, მათ შორის, კოლუმბის ცნობილი კარაველების ასლები მთელ მსოფლიოშია გაბნეული და, ირაკლის მსგავსად, ზღვით და გემებით გატაცებული ადამიანების კოლექციებში ინახება. ფოთში კი, ბევრმა არც იცის ყოფილი მეზღვაურის ამ გატაცების ამბავი. ყველა დეტალი ხელით კეთდება. ერთი ხომალდის აწყობას კი ხანდახან თვეები სჭირდება, მაგრამ, როგორც ირაკლი ამბობს, ამ ხელობით ის ყოველდღიურ რუტინასაც გაურბის, სიამოვნებასაც იღებს და ხანდახან, მისი ოჯახის შემოსავლის წყაროც ხდება.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share