ფორუმელი Moor Posted 3 იანვარი, 2021 Posted 3 იანვარი, 2021 მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში 3 იანვარს მიმდინარეობს 2021 წლის პირველი საკვირაო საპროტესტო აქციები პრეზიდენტის პოსტზე ალიაქსანდრ ლუკაშენკას არჩევისა და მილიციის მხრიდან ძალმომრეობის წინააღმდეგ. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, ადამიანები ჯგუფებად იკრიბებიან, აწყობენ მსვლელობას აკრძალული თეთრ-წითელი დროშებითა და დემოკრატიის მხარდამჭერი ლოზუნგებით. იუწყებიან, რომ პოლიციამ დაიწყო არასანქცირებულ აქციებში მონაწილეთა დაკავება. მინსკის ცენტრალურ ნაწილში, ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის წინ მიმდინარეობს ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია, რომლის მონაწილეები გმობენ ჟურნალისტების დაკავების, ცემისა და დაპატიმრების პრაქტიკას. ბელარუსში არ წყდება საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. დემონსტრანტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ბელარუსის მილიცია ძალადობრივ ზეწოლას მიმართავს აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში დააკავეს 27,000-ზე მეტი მოქალაქე. არის ცნობები დაკავებულების წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ბელარუსის ოპოზიციის ბევრი ლიდერი დააპატიმრეს ან აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა. ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას ავტორიტარული ფორმით თითქმის სამი ათწლეულია მართავს, უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე ოპოზიციასთან. გაყალბებული არჩევნებისა და ოპოზიციის დევნის გამო, ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის რეჟიმს სანქციები დაუწესეს აშშ-მა და ევროკავშირმა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა