Jump to content
×
×
  • Create New...

ნორვეგიულმა კომპანიამ უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის სერტიფიცირებაზე


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-92daf746e13b1c0e0195e4ddc4b89c24.jpeg

ნორვეგიულმა კომპანია Det Norske Veritas GL-მა უარი თქვა შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე ხომალდისა და მასზე არსებული მოწყობილობისათვის. DNV GL-ის განცხადების თანახმად, ნორვეგიული კომპანია საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით წყვეტს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შემოწმებასთან დაკავშირებულ ყველა სახის საქმიანობას, ვიდრე სანქციები ძალაში იქნება კომპანია DNV GL-მა უკვე მოქმედი „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და მშენებარე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პარტნიორმა, ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციების გამო ვეღარ განახორციელებს გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე მილების გამყვანი გემების მოწყობილობის შემოწმებისა და ტესტირების მომსახურებას. გაზსადენის ინსპექცია და სერტიფიცირება აუცილებელია მისი ფინალური, დანიის მონაკვეთის მშენებლობისთვის, რომელიც ჯერ არ დაწყებულა. ზღვის ფსკერზე მილების გამყვანმა რუსულმა ხომალდმა „ფორტუნამ“, სხვა ორი რუსული გემის მხარდაჭერით, დანიის სექციის მშენებლობა უნდა დაიწყოს 2021 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან. მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 126 კილომეტრს. დღეისათვის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის 90% დასრულებულია. დეკემბრის ბოლოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, თავდაცვის სფეროს დაფინანსების გარდა, მოიცავს სანქციებს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენმა ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს და ითვალისწინებს წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას რუსეთიდან გერმანიამდე. ვარაუდობდნენ, რომ მილების ჩაწყობა 2019 წელს დასრულდებოდა. მაგრამ სამუშაოები შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა პროექტის მონაწილეთა მიმართ სანქციების პაკეტი მიიღო. აშშ, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პროექტს, აცხადებს, რომ ის ევროპას ზედმეტად დამოკიდებულს გახდის რუსეთის გაზზე და მოსკოვს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს ზეწოლა უკრაინაზე, რომლის ტერიტორიის გავლითაც მიეწოდება ამჟამად გაზი ევროპას. სანაცვლოდ ვაშინგტონი ბრიუსელს ამერიკულ ენერგომატარებლებს სთავაზობს. რუსეთი, გერმანია, ავსტრია და ზოგიერთი სხვა ქვეყანა, რომელთა კომპანიები მონაწილეობენ გაზსადენის მშენებლობაში, ამტკიცებენ, რომ საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესპროექტს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share