Jump to content
×
×
  • Create New...

გიორგი კახიანი: შეხვედრების მე-5 რაუნდამდე სიფრთხილით ვუდგებით მანდატების შეჩერების საკითხს


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-dcd5740c5b85ba930d3aeaba3ae58b51.jpeg

"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასამართი შეხვედრების მე-5 რაუნდამდე მათთვის მანდატების შეჩერების საკითხს სიფრთხილით უდგებიან. ამის შესახებ კახიანმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა "პატრიოტთა ალიანსის" 3 წევრისთვის მანდატების შეჩერების საკითხი ბიუროს გადაუგზავნა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დეპუტატების მანდატების შეჩერების საკითხი პლენარულ სხდომაზე დღეს დადგება.  "ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ჩვენ უახლოეს მომავალში გველოდება, ეს არის შეხვედრების მომდევნო რაუნდი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ რაუნდზე საბოლოოდ გადაწყდება საკითხი და ჩვენ კონკრეტულ შედეგს მივიღებთ. რაც აისახება იმაში, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი შემოვა პარლამენტში. ამიტომ, ვიდრე ეს შეხვედრა არ შედგება, სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილების შეჩერების საკითხს", - თქვა კახიანმა. პარლამენტს მანდატების შეჩერების მოთხოვნით 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 54-მა მიმართა. მათ მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. იმის მიუხედავად, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მათ შორის ყველაზე ბოლო იყო, პარლამენტმა მათი საკითხის განხილვა სხვაზე ადრე დაიწყო. "პატრიოტთა ალიანსმა", 5 ოპოზიციური პარტიის მსგავსად, ცესკოს სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. გაუქმებულ სიაში არ მოხვდა 3 პირი, რომლებიც ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომისთვის და გოჩა თევდორაძისთვის მანდატების შეჩერების შემდეგ მათ ადგილმონაცვლეებად შევლენ პარლამენტში. ცესკოში სიების გაუქმებაზე განცხადებები წარადგინეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" - "ძალა ერთობაშიამ", "ლელომ", "ევროპულმა საქართველომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". ამავდროულად, ამ პარტიების სიით პარლამენტში შესულმა ყველა დეპუტატმა მანდატებზე უარი თქვა, თუმცა მათი საკითხის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share