Jump to content
×
×
  • Create New...

პრეზიდენტმა ტრამპმა ბიუჯეტს ხელი მოაწერა


 Share

Recommended Posts

rssImage-a47eac3c6defbc60ec556f9fd327f9f3.jpeg

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას, ღამით კონგრესის მიერ მიღებულ საბიუჯეტო პაკეტს მოაწერა ხელი. 1,4 ტრილიონი დოლარი მომავალ სექტემბრამდე ამერიკის მთავრობის ფუნქციონირებისთვისაა განკუთვნილი, 900 მილიარდი დოლარი კი კორონავირუსით მიყენებული ზიანის აღსადგენად. პრეზიდენტი ამ საკანონმდებლო პროექტს "უღირსს" უწოდებდა. საბიუჯეტო პროექტი თვეების განმავლობაში ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის მწვავე მოლაპარაკების საგანი იყო, თუმცა გასულ კვირას შეთანხმებით დასრულდა და მას წარმომადგენელთა პალატასა და სენატშიც დაუჭირეს მხარი. დონალდ ტრამპის წინააღმდეგობამ მხარეები გააკვირვა და როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი ლიდერები მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, მოეწერა ხელი მიღებული საბიუჯეტო პროექტისთვის.  თუკი პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა პროექტს, სამშაბათიდან ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა გახდებოდა საჭირო, რადგან ფუნქციონირებისთვის საჭირო ბიუჯეტი სწორედ ამ დროიდან იწურებოდა. რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებულ ისეთ შეღავათებს, როგორებიცაა გამოსახლებისგან დაცვა და უმუშევრობის გაზრდილი კომპენსაცია, ისინი სწორედ კვირას ამოიწურა.   წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ორპარტიული და ორივე პალატაში დამტკიცებული პაკეტი სასიხარულო სიახლეა იმ 14 მილიონი ამერიკელისთვის, რომლებმაც ამ კვირას უმუშევართათვის განკუთვნილი დახმარება შეუწყდათ და ასევე მილიონობით სხვა მოქალაქისთვის, რომლებიც ისტორიული პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალდნენ.  სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება მოიწონა და თქვა, რომ მან თავიდან აიცილა მთავრობის დახურვა მაშინ, როდესაც ქვეყანას არ შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს.  დონალდ ტრამპის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ინდივიდუალური დახმარების მოცულობა იყო. ის ამბობდა, რომ 600 დოლარი თითოეული ადამიანისთვის კორონავირუსით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და დასახმარებლად არ იყო საკმარისი. ის ასევე ეწინააღმდეგებოდა ზოგიერთ ნაწილს, მაგალითად სახელმწიფო პროგრამებს საგარეო დახმარებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. ტრამპი ამბობდა, რომ 600 დოლარის ნაცვლად, მოქალაქეებს 2000 დოლარი უნდა მიეღოთ და რომ ზოგადად, ხარჯების უფრო დიდი ნაწილი "პირდაპირ ამერიკელებს" უნდა მიეღოთ. 

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share